გაიღიმე :) 😊☺️

160 9 0
                                    

რაღაცნაირად გამაბრაზა მისმა საქციელმა... წერილი არ გავხსენი ჯიბეში ჩავიდე და გზა გავაგრძელე. სახლში მალევე მივედი. ცხელი აბაზანა ნამდვილად მისწრება იყო ახლა ჩემთვის... სულ იმ ბიჭზე მეფიქრებოდა. არ ვიცი რატომ. მივშტერებოდი ერთ წერტილს და ვფიქრობდი, ისე გავერთე რომ როგორ გავიდა ორი საათი არც გამიგია. გამოვედი, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში შევედი ყავის დასალევად.. თეო მელოდებოდა გაბრაზებული.. ერთი სული ჰქონდა მომეყოლა როგორი იყო სამსახური და ასე შემდეგ. მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი ხმის ამოღებაც კი არ მინდოდა.
- ნი, ნი, ნი მიდი რაა მომიყევიი რა ხდებოდა? როგორ ჩაიარა?
- რავი ნორმალურად. კარგი იყო. - ისე გავუღიმე ყველა კბილი გადმოვყარე გარეთ.
- ოოო რა იცი ეს რა, ერთი სიტყვით მომიყვები ხოლმე და ვსო, - აწუწუნდა ისევ და გაბუტულმა დაიწყო ოთახებში სიარული. დავიღალეთქო ვუთხარი და დასაწოლად წავედი. ისე გავითიშე არც მახსოვს. დილას როგორც ყოველთვის თეომ გამაღვიძა ყავა გაგიკეთე და ადექიო. სულ მიკვირდა ან როდის იძინებდა ეს გოგო ან როდის იღვიძებდა. ალბათ ოთხი საათი თუ ეძინა ხოლმე დღე-ღამეში. საბნიდან ცხვირი ამოვყავი და ისე ციოდა გავიყინე. სულ არ მინდოდა ადგომა. მარა სხვა რა გზა იყო დავაგვიანებდი. უცბად წამოვხტი და ხალათს ვეცი. სანამ მოვიცვი ისე გავიყინე თავი ჩრდილოეთ პოლუსზე მეგონა. კანკალით გამოვძვერი ჩემი ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ აფრიკაში.. რა თქმა უნდა თეოს გათბობის ჩართვაც მოესწრო და ყავაც მაგიდაზე იდგა და მელოდებოდა. გულში გავიფიქრე შენ რო არ მყავდეთქო და მაგიდას მივუჯექი.. თეო ჩემი ბავშობის დაქალია, სკოლაში სულ ვოცნებობდით რომ ერთად გვეცხოვრა და აი ავისრულეთ ოცნება. ერთად ვართ დღეც და ღამეც. ძალიან მხიარულია და მისი მხიარულება კი გადამდები. ისე ამიყოლიებს ხოლმე რო აზრზეც ვერ მოვდივარ ხანდახან. საათს დავხედე..
- ჯანდაბა მაგვიანდება- გიჟივით წამოვხტი და გამოვიცვალე... ისე სწრაფად აღმოვჩნდი ტაქსში რომ გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი.. ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი. სირბილისგან გული ისე მიცემდა ვიფიქრე სადაცაა ამოხტებათქო.

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now