იმდენად დამაბნია მისი ხმის გაგონებამ რომ ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ვუსმენდი მის ხმას.
- ნინი ამოიღე ხმა.
- რატომ მირეკავ?
- არ შეიძლება თანამშრომელი მოვიკითხო?
- აჰ კაი. - გავბრაზდი და გავუთიშე. მაგრამ რაღაცნაირად გამიხარდა მისი ხმის გაგონება. სწრაფად გადავივლე წყალი და გავემზადე სამსახურში წასასვლელად.
მთელი გზა დაძაბული ვიყავი თემოს გამო. თვალს არ მაშორებდა და არც ჩუმდებოდა. მიყვებოდა კოლეჯზე იმ ამბებს რომლის მთავარი გმირიც მე ვიყავი და ვერ ვხვდებოდი მიზანს თუ რატომ ყვებოდა ამ ყველაფერს. როგორც იქნა მივაღწიე და გიჟივით გადმოვხტი ტაქსიდან. პირდაპირ საპირფარეშოში შევედი. სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. ერთხანს ვუყურებდი ჩემ თავს. შემდეგ ცივი წყალი შევისხი სახეზე. თმები ცხენის კუდივით ავიწიე, ჩანთა ზურგზე მოვიგდე და უკან გამოვტრიალდი. ბარში შევედი ყველა თავის საქმეს აკეთებდა. დილა იყო ამ დროს იშვიათადაა შეკვეთები. ამიტომ ბარის სრული დალაგება გადავწყვიტე. ეს საუკეთესო საშუალებაა ფიქრს მოეშვა. და დრო გაიყვანო. ყოველემთხვევაში ჩემთვის ასეა. ყურსასმენები გავიკეთე, სიმღერები ჩავრთე და საქმეს შევუდექი.
მაგრამ ხომ იცით თუ ერთი დაიწყე ფიქრი, ისე გადაგაგდებს სხვა სამყაროში რომ აზრზე ვერ მოხვალ. ხოდა მეც ასე მომდიოდა და ამ ბოლო დროს ძალიან ხშირადაც. ავირჩიე პროფესია რომელიც აზრადაც კი არ მომივიდოდა ოდესმე. გოგო რომელიც ლონდონში ოქსფორდში სწავლაზე ვოცნებობდი და იმდენად ახლოს ვიყავი ჩემს ოცნებასთან რომ შეხებაც კი შემეძლო. მაგრამ ერთი ხელის მოსმით ჩავყარე წყალში ჩემი ამდენი წლის შრომა. ამდენი ღამის თენება. გოგო რომელიც ჟურნალისტობას ოცნებობდა რადგან ამ ქვეყნად წერა ყველაფერს ერჩივნა... აღმოჩნდა რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც ყოფილა. რომელიც გაიძულებს დაკარგო ყველაფერი და ნულიდან დაიწყო... და ახლა ის რომ გოგო ვარ ხანდახან ეგეც კი მავიწყდება. ვმუშაობ აქ. იდიოტი კმაყოფილი გოგო ვარ და მაკმაყოფილებს ის რაც მაქ და ვცდილობ ოდნავ მეტი გავაკეთო. დავათრევ აქეთ-იქეთ ლიმონათების შეკვრებს. და დრო რო მოვიგო. ორ ორი ცალი შეკვრაც კი შემაქვს ბარში ერთდროულად,. არასოდეს მეგონა თუ ოდესმე 40კილოს ხელში ავწევდი, მაგრამ თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. 40კილო ჯერ კიდევ დასაწყისია . ხოდა ამ 40 კილოიანი შეკვრების გახსნაც დავიწყე და მაცივრებში შელაგება. დავიღალე. ძლივს მოვრჩი ყველაფერს. თუმცა კმაყოფილი ვიყავი რომ ყველაფერი დავალაგე და ყავის გასაკეთებლად წავედი. ამ დროს ბარზე ხელის დარტყმა დავინახე. ნაუშნიკი უცბად მოვიცალე და ვხედავ ის დგას ბართან.
- არ გესმის შენ?
- რა გინდა?
- შენი ღიმილი - ირონიით გამოსცრა კბილებში. მეც გავუღრიჭე.
- აჰა შენ ღიმილი. ახლა დაიკარგე აქედან.
- ყავა გამიკეთე
- არა
- გოგო ნუ მიშლი ნერვებს შენ
- ჩემი ჰობია ბოდიში - გავხედე და ნაგლად გავუღიმე. ჩემი ყავა გავაკეთე და სიგარეტის მოსაწევად ვაპირებდი გასვლას რომ ბარის მაგიდიდან წამებში ჩემ წინ დაიხატა.
- სად მიდიხარ.
- ყავის დასალევად- სახე დავმანჭე გაოცებისგან
- ჩემს ნერვებზე თამაშობ
- ხომ გითხარი ასეთი ჰობი მაქვსთქო. რას გადამეკიდე. გადადი მეორე ბარში და გაგიკეთებენ ყავას. ნუ ბარმენები თუ არა მიმტანი გოგოები რომელბიც ბუზებივით გეხვევიან.
- ჰაჰა ეჭვიანობ?
- შენზე? როგორ გამაცინე. ასე ცუდად ნუ ხუმრობ
- ესეიგი არ გამიკეთებ ყავას.
- ვიმღერო? no no no nooo - წავიმღერე ღიმილით. ის კი გაკვირვებული მიყურებდა. მერე დაფიქრდასავით, სადღაც გაიხედა. მერე ისევ მომიტრიალდა.
- გამიკეთებ. თხოვნის გარეშე გამიკეთებ იცოდე..
- ვნახოთ. - ჯიუტად გავაქნიე თავი, გვერდი ავუქციე და გარეთ გავედი.სამზარეულოს შესასვლელთან ერთი დიდი მაგიდა და სკამები დგას სადაც ,,სტაფი'' ისვენებს. ზოგი ჭამს, ზოგი ეწევა , ზოგიც ყავას შეექცევა, ზოგიერთი კი ახალ ჭორებს განიხილავს. სამზარეულოსკენ ზურგით დავჯექი. აქედან ნახევარი, თითქმის ნახევარი ეზო და კუპეები ჩანდა. ამ დროს ისიც გამოჩნდა, პოდნოსით შეკვეთა მიჰქონდა კუპეში. მე კი ვუყურებდი როგორ დარბოდა წინ და უკან და ცხელ ყავას ვსვავდი. მერე შემეცოდა მთელი დღე მუშაობდა მე კი სიჯიუტის გამო ერთი ჭიქა ყავა ვერ გავიმეტე მისთვის. მარა მალევე გადამიარა როცა მისი სიტყვები გამახსენდა ,, თხოვნის გარეშე გამიკეთებ " .
( საინტერესოა... გაუკეთებს ყავას? 🤔🤔🤔 ისე დიდი მატრაკვეცაა ეს ჩვენი ნინა. აბა რას იტყვით?? )