მიყვარდა, დიახ მე უკვე ყველაზე და ყველაფერზე მეტად შემყვარებოდა. მიყვარდა მისი მაცდური გამოხედვა. მიყვარდა მისი სახე. მიყვარდა მისი სახელიც კი. მაგრამ ეს არ იყო სწორი, მე არ უნდა შევყვარებოდი, მე მას გულს ვატკენდი მე ძალიან ცუდი ვიყავი, მე მისთვის ძალიან ცუდი ვიყავი, შეიძლება ჩათვალოთ რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ ვერ ავღწერ იმ გრძნობას რასაც ახლა ვგრძნობდი, დიახ ეს მე ვარ, გოგო, ყველაზე ამაყი გოგო, ამაყი რომელმაც სიმაყის გამო ბევრი რამ დაკარგა. მისი სიახლოვე კი მთლინად მცვლიდა, მე ყველას ვიშორებდი, ამით თავს ვიცავდი იმედგაცრუებისგან, თუმცა ამაში საკუთარ თავს არასოდეს ვუტყდებოდი.
სამსახურში ასე ფიქრებში გართული შევედი და ირგვლივ საერთოდ ვერავის ვამჩნევდი, ბარში შევედი , ჩანთა მოვისროლე და ცოტახანს ჩამოვჯექი, თავი გავაქნიე თითქოს აზრები გავფანტეო და ავდექი, სცენისკენ წავედი, მუსიკები ჩავრთე და უკან მოვტრიალდი, ახლაღა შევამჩნიე დაბრაზში მოფუსფუსე მიმტანები, ერთხანს შევდექი და გაუაზრებლად მთავარ კარს გავხედე, ( ლუკა არასოდეს ემორჩილებოდა წესებს, პერსონალის კარით არასოდეს შემოდიოდა.) თმებში შევიცურე ხელი, ისევ გავაქნიე თავი და იტაკს დავაშტერდი. წამის მეასედში ჰაერში აღმოვჩნდი, მოულოდნელობისგან ვიკივლე და მხრებში ძლიერ ჩავაჭირე ხელები, იმდენად რომ მისი კანიც კი ვიგრძენი. დიახ ეს ლუკა იყო, ჩემი ლუკა,
- არ მელოდი პატარა ქალბატონო?
- არა. ( გავიცინე) დამსვი თორე გასკდა თიკო უკვე - სიცილს ვერ ვიკავებდი
- არა ხელის გულზე უნდა გატარო ჩემო ფერიავ - თიკოს გასაგონად იმდენად ხმამაღლა იყვირა რამდენადაც შეეძლო.
- გეყო, დამაბრუნე ნიადაგზე- ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან,
- ჰმმ, კარგი სიმღერაა, შენია? ვიცეკვოთ პრინცესა?
- არააა , არა და არაა, დამსვი.
ლუკამ ჰაერში რამდენჯერმე კიდევ შემომატრიალა და ნაზად დამსვა ძირს, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაჩერდა,
- ჩემი ხარ , ჯიუტო
- არც იფიქრო, მე მარტო ჩემი თავის ვარ
- ჩემი ხართქო, ჩემი , ჩემი - ნელ- ნელა გასასვლელისკენ წავიდა და სიმღერით მიმეორებდა ( ჩემი, ჩემი, ჩემი)
ვუყურებდი როგორ მიეფარა თვალს და მეც მაშინვე გამოვფხიზლდი და დავუბრუნდი რეალობას. ახლაღა შევამჩნიე თიკოს სახე, სულ გაწითლებულიყო და თვალს არ მაშორებდა, მერე კი ისე გავარდა დარბაზიდან დანახვაც კი ვეღარ მოვასწარი, თუმცა სულ არ ვფიქრობდი ახლა თიკოზე.
ისევ დავუბრუნდი ლუკაზე ფიქრს, ვიჯექი ბარში გაუნძრევლად, ალბათ თვალსაც არ ვახამხამებდი. წარმოიდგინეთ როგორც მანეკენები დგანან ერთ ადგილზე, უსიცოცხლო შავი მანეკენები. არც სახე, არც თვალები აქვთ. მხოლოდ ნაკვთები რომელიც უბრალოდ შეუმჩნეველია, და მხოლოდ იმისთვის არსებობენ რომ ვინმეს მოაწონონ ის რასაც ჩააცმევენ. მოკლედ როგორც გითხარით ლუკა სიგიჯემდე შემიყვარდა. ვიფიქრე რა იქნება თუ კიდევ ერთხელ მივენდობი ცხოვრებასთქო, იქნებ ამჯერად მაინც შევძლო გაღიმება, ღიმილი ნამდვილი ღიმილით...