ცოტა რამ ახლო წარსულიდან 🤫🤫

109 9 5
                                    

კარებზე ზარია. საბნიდან თავი ამოვყავი და ტელეფონის ძებნა დავიწყე ჩასართავად. კარზე კი კაკუნი არ წყდება. გაბმულად ისმის და ისეთი შეგრძნება მაქ რომ თავში მიკაკუნებენ. თეომ დამასწრო და კართან მივიდა და უკანვე ფეხაკრეფით მოვიდა.
- ნი, თემოა..
- ვინ? - თვალები მოვიფშვნიტე და ისე ვკითხე რომ მეგონა მომესმა. ორი წამით გავჩუმდი და საათს გავხედე. დილის 5.30 იყო.
- გავუღო? - მეკითხება გაფართოებული თვალებით.
- რა ჯანდაბა უნდა? გაუღე - ხმა ამიკანკალდა, ძალიან გავბრაზდი უკვე ზღვარს გადადიოდა ეს ბიჭი. სანამ თეო კარებს აღებდა ავდექი და ხალათი მოვიცვი, თმები გავისწორე. იმდენად ღრმად ვსუნთქავდი როგორც შემეძლო რომ საკუთარი თავი დამეწყნარებინა. ამის შიშით რომ გამომეძინა უკვე სახლის ტელეფონს და მობილურსაც ვთიშავდი ღამით. ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოში გავედი. თემო უკვე მოკალათებულიყო მაგიდასთან და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ის ამ სახლში იყო და მე მისი სტუმარი ვიყავი. ერთხანს შევყოვნდი და პირდაპირ თვალებში შევხედე. ისიც ნაგლად მიყურებს მოსიყვარულე თვალებით. თეო უცბად შუაში ჩახტა და მზერაც თეოზე გადავიტანე.
- ყავას ხომ დალევთ? - გვკითხა ორივეს. საკმაოდ კარგად მიცნობდა და გადაარჩინა რომ პირდაპირ არ დავსხმოდი თავს ლომივით. ახალგაღვიძებულზე მითუმეტეს არ ვიყავი ხასიათზე და ახლა მისი უადგილო, გაუფრთხილებელი ვიზიტი ძალიან მოქმედებდა ჩემზე. მაგიდას მივუჯექი მის წინ და ხმას არ ვიღებდი. მინდოდა გამოვფხიზლებულიყავი ჯერ და მერე დამეწყო ლაპარაკი თორემ შესაძლოა ძალიან და ზედმეტადაც კი უხეში ვყოფილიყავი. თეომ ყავა მოიტანა და სააბაზანოში გავიდა მოსაწესრიგებლად.
- რამე მოხდა? - პირველი ყლუპის შემდეგ ვკითხე ცივად.
- არაფერი, ვიფიქრე დღეს ერთად წავიდოდით სამსახურში და თან მინდა რაღაცაზეც დაგელაპარაკო.
- სამსახურისთვის ჯერ ძალიან ადრეა მგონი. - ვპასუხობ გაღიზიანებული და ვატყობ რომ ისიც მიხვდა და იბნევა. წამით თავს ხრის, ყავას სვამს, ჭიქას მაგიდაზე დგამს და გარშემო ხელებს აჭდობს.
- ხო ვიცი, მესმის, მაპატიე გაგაღვიძე ალბათ. - ღმერთო ეს ბიჭი თავისი ზრდილობით და დაუფიქრებლობით აღარ ვიცი უკვე სპეციალურად იქცევა ასე თუ მართლა ასეთია? მზრუნველია მაგრამ გადამეტებულად და ხომ გესმით გადამეტებული არც კარგი ვარგა და ცუდი მითუმეტეს.
- კი გამაღვიძე. რაზე გინდოდა საუბარი?
- ნი არ ვიცი როგორ დავიწყო ან საიდან.
- თემო ნუ კიბავ ხო იცი ვერ ვიტან, პირდაპირ თქვი რა..
- არ შემიძლია ასე პირდაპირ შენც მიცნობ.
- ხო გიცნობ. კაი გისმენ - რაც შეიძლებოდა ღრმად ვისუნთქავდი ჰაერს, გეგონებოდა ვიხრჩობიო. მინდოდა წყნარად ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან მოქმედებდა ჩემზე ეს ყველაფერი. ყოველ წუთას ზარები. და თუ არ უპასუხებდი სახლში რომ გადგებოდა რამე ხომ არ მოხდაო. და ამ დროს მე უბრალოდ გამოძინება მინდოდა.
- კოლეჯში გაგიცანი ხო გახსოვს.
- ისე იძახი გეგონება წლები გავიდა. ეხლაც ვსწავლობთ ხო არ დაგავიწყდა?
- კი, კი მახსოვს. მოკლედ, არ მეგონა თუ ამ პროფესიაზე გოგოს ვიხილავდი. ბარმენი გოგო ხომ გესმის საქართველოში რაღაც უცხოა. - ხელს თმებში იცურებს და ქვევიდან მიყურებს მორიდებით, ამოწმებს მეწყინა თუ არა . ოჰ ღმერთო გამძლეობა მომეცი
-რო შემოხვედი ჯგუფში, რაღაცნაირად ნაზი და დაუცველი და ამავდროულად პირიქით ძლიერი ქალი ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინე. და როცა ფლეირინგის გაკვეთილის რიგი მოვიდა რატომღაც მეგონა რომ გააცდენდი. უკვე ყველა სავარჯიშო დარბაზში ვიყავით. გახსოვს მთელი იატაკი რეზინის საგებებით იყო დაფარული. და სულ ორი ბარის სავარჯიშო მაგიდა იდგა. სავარჯიშო ბოთლებით და შეიკერებით. და ამ დროს იღება კარი და შენც შემოდიხარ. და იცი მე მაშინ დავინახე რომას დამცინავი და ოდნავ გაკვირვებული სახე. შენც ამაყად შემოდიხარ, ქურთუკს და ჩანთას ძირს აგდებ და ადგილზე დგები. გაგეცინება ან გაგიკვირდება ალბათ რატომ გიყვები იმას რაც იცი ან საერთოდ რატომ მახსოვს მაგრამ მომეცი უფლება დავამთავრო.
- გისმენ - მართალი იყო მართლაც არ ვიცოდი რატომ ყვებოდა ამ ყველაფერს მაგრამ გადავწყვიტე მომესმინა და ერთხელ და სამუდამოდ იქნებ გამეგო რა უნდოდა.
- მოკლედ რას ვამბობდი? აა ხო გამახსენდა. მოკლედ გახსოვს რომა შენთან ახლოს მოვიდა და ხმამაღლა დაიწყო რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა და ყოველწამს ამახვილებდა ყურადღებას რომ ბარმენები ბიჭებიც იყვნენ და გოგოებიც თუმცა ფლეირინგი გოგოსთვის შეუძლებელი იყო. შენც ადგილიდან არ ირხეოდი და ამაყად იდექი. მახსოვს მოულოდნელად რომამ შეიკერი რომ გესროლა მეგონა მოგხვდებოდა. მაგრამ შენ მაშინვე ხელებში მოიქციე. აი მაშინ საერთოდ ხმის ამოღებაც აღარ შემეძლო. რომასაც ცოტა გაუკვირდა და გითხრა ცენტრში გამოსულიყავი. შენც ისე გამოხვედი ვითომც აქ არაფერიო. ჯერ რაღაც მარტივი მოძრაობა განახა და გამეროება მოგთხოვა შენც პირველივე ცდაზე გააკეთე. მერე სხვებს უთხრა გააკეთეთო 20 კაციდან რამდენიმემ გააკეთა პირველივე ცდაზე დანარჩენს ვარჯიში დაგვჭირდა. შემდეგ ისევ განახა მოძრაობა აი ეს კი ნამდვილად რთული იყო იმისთვის ვინც საერთოდ არ იცოდა არაფერი. შენც მეორე ცდაზე გააკეთე ზუსტად იგივე. იცი რა მომწონს შენში? სულით მეამბოხე ხარ. გახსოვს ჩემ წინ დადექიო რომ გითხრა და შენ წინ მაგრამ ოდნავ შორს დაუდექი და იმანაც ვითომ გაგეკაიფა ახლოს მოიწიე ნუ გეშინია ცოლი მყავსო და შენ კი შეუბღვირე და სასაცილოაო უპასუხე. სხვები მისალმებით ძლივს ესალმებოდნენ ისეთი ეჭირა ხოლმე. მაგრამ საბოლოოდ დანებდა რომაც და აღიარა რომ შენ შეგეძლო ფლეირინგი და კლასიდან გამოგყო და ცალკე მისაღებში გაგიშვა მათთან ერთად ვინც კარგად ისწავლა და სანამ სხვები ძველებს სწავლობდნენ შენ სხვებს ეჯიბრებოდი და ხვეწავდი ყველაფერს. ძალას არ იშურებდი გახსოვს? დასვენებაზეც შეიკერს ატრიალებდი და უკვე ხელები დალურჯებული გქონდა. არ დამავიწყდება შენი მაჯები სიყვითლეები და სილურჯეები ერთად. ძველი დაბეჟილობა რო გადიოდა არც აცდიდი მოშუშებას და ახალს უმატებდი. ტკივილის მიუხედავად არ ნებდებოდი. აი კიდევ ერთი თვისება რაც მომწონს შენში.
- და ამით რა გინდა რომ მითხრა? ვერ მიგიხვდი რატომ მიყვები ამ ამბებს.
- არ ვიცი სხვა რამე მინდოდა მეთქვა და გამახსენდა ეს ყველაფერი რომელიც გონებაში ჩამრჩა ასე ძლიერ. უბრალოდ მინდოდა გაგეგო რომ მიყვარხარ და ეს არაა ისეთი სიტყვები რომელსაც ხშირად იყენებენ მაგრამ უემოციოდ. მიყვარხარ და მინდა შენნაირი მეამბოხე ცოლი მყავდეს მომავალში. მიყვარხარ და ყველა ის დეტალი რაც შეილება უმნიშვნელოა ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია.
- თემო ზედმეტია ეს ყველაფერი. მე შენთან ვმეგობრობ და რატომ აფუჭებ ყველაფერს?
- არა ნი არ ვაფუჭებ მე უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა ჩემი გრძნობების შესახებ და უბრალოდ დაფიქრებულიყავი. არაფერს გაძალებ.
- არ ვიცი შენ იცი ჩემი პასუხი. იცი რომ არ მაქ დრო სერიოზული გრძნობებისთვის. მე მჭირდება სამსახური და ის ცხოვრება რაც ახლლა მაქ და მინდა მეტს მივაღწიო და არ მაქ უფლება ყურადღება გადავიტანო. - ვცდილობ თავი დავიძვრინო. არც ვიცი ამ ბიჭს უარს რატომ ვეუბნები, ყოველთვის გავურბივარ ალბათ ვხვდები რომ მე მისთვის ძალიან ცუდი ვარ ან არ ვიცი უკვე. მართლაც მჭირდება დაფიქრება.

თეოს თითქოს გულმა უგრძნო რომ საჭირო მომენტი იყო გამოსაჩენად და ისე გამოვიდა ოთახიდან რომ გეგონებოდა მოფრინავსო.
- ნი შენ ისევ აქ ზიხარ? მალე დააგვიანებ იცოდე :)
საათს დავხედე და 7 საათი იყო. ერთ საათში სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. სააბაზანოში შევედი. ცხელი წყალი მოვუშვი და ის იყო რომ უნდა წყალი გადამევლო რომ ტელეფონმა დარეკა.
- გისმენ..
- ნინი შენ ხარ? - ღმერთო ის არის.. ის არის. მისი ხმაა..

პ.ს. ეს ისტორია ნამდვილია და უბრალოდ ყველა პერსონაჯს სახელი აქვს შეცვლილი. 🤫🤫გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია...❤️❤️🤗🤗🤗

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now