უცნაური 🤔

117 9 0
                                    

მართლაც რომ გამეღიმა მის წერილზე, მაგრამ ისევ გავბრაზდი. ამჯერად არ ვიცოდი რატომ. ალბათ კარგად ხუმრობს ჩემზეთქო. მეწყინასავით და ის ფაქტი რომ ის ერთადერთი იყო ვინც ჩემს შებმას არ ცდილობდა რაღაცნაირად მეტ ინტერესს მიღძრავდა მის მიმართ. მე , გოგო რომელიც მიჩვეული ვიყავი ყურადღების ცენტრში ყოფნას და ამ დროს ის ასეთი უხეში რაღაცნაირად მაბნევდა.

ეს საღამოც დასრულდა და ხდებოდა ის რაც ყოველდღიურ რუტინად იყო აქ ქცეული ველოდებოდით ხელფას და შემდგომ ტაქსებს. ხელფასის ლოდინში შუქები ჩააქრეს და დარბაზში მხოლოდ ერთი ნათურა, სადღაც ბჟუტავდა. მე ისევ მივუჯექი რომელიღაც მაგიდას და ფლეიერში ჩემი საყვარელი სიმღერის ძებნა დავიწყე.. მაგიდაზე რამდენიმე ქაღალდის ხელსახოცი ეგდო. ერთი ცალი ავიღე და კეცვა დავიწყე. პატარა თეთრი ვარდი გავაკეთე. უკან გავიხედე და ისევ ის დავინახე. შუქი მარცხენა მხარეს უნათებდა ოდნავ. თავი ჰქონდა დახრილი ნახევრად და ყურსასმენებში რაღაცას უსმენდა. ამ დროს ის ერთი ნათურაც ქრება და დარბაზში ყველაფერი ირინდება, თვალები მიფართოვდება და აქეთ იქეთ ვაცეცებ. ვცდილობ სიბნელეში რაიმეს გარჩევას. ამ დროს ტორტი შემოაქვს ორ მიმტან ბიჭს და მღერიან დაბადების დღის სიმღერას. მე არ ვიცოდი თურმე ერთ-ერთ მენეჯერს დაბადების დღე ჰქონია. ქალბატონი ნანაც პატარა გოგოსავით ხტება ფეხზე და მათკენ თითქმის მიფრინავს, ნელა და საოცრად ლამაზად. მათ წინ ჩერდება, სურვილს იფიქრებს და სანთლებს აქრობს. დარბაზში ისევ ინთება ერთი ცალი ნათურა და რთავენ წყნარ მელოდიას. ერთმანეთში ირევიან და ზოგი ცეკვას იწყებს ზოგი კი ისევ მენეჯერს ულოცავს. მას გავხედე ის ისევ ბარის წინ ზის და სიმღერებს უსმენს. ალბათ არც განძრეულა მთელი ამ დროის მანძილზე. ავდექი და ბარისკენ წავედი, ის არავის უყურებდა ისევ თავისთვის იჯდა. ბარში შევედი ჭიქა ავიღე და ცოტა წვენი დავასხი და არაყი და ერთიანად გადავკარი. სმას ვერ ვიტანდი და როგორც კი არყის გემო ვიგრძენი დავიმანჭე. ისევ დავისხი და დავლიე. მესამე ჭიქაც ავავსე და მისკენ წავედი. მის წინ დავდექი. ამომხედა მაგრამ ყურსასმენები არ მოუხსნია. მის წინ გამოვცალე მესამე ჭიქაც. სახესთან სახე მივუტანე, ის ისევ მიყურებდა და ამჯერად თვალები გაფართოვებოდა გაკვირვებისგან. ერთი ყურსასმენი მოვაცალე, რას უსმენთქო ვკითხე და იმ სკამზე ისე ჩავეკვეხე ვითომც არაფერი. რათქმა უნდა პასუხი არ გაუცია. არც ველოდებოდი..
- წამო ვიცეკვოთ- ვეუბნები და ვუყურებ ხალხს როგორ ცეკვავენ
- არა - მპასუხობს ცივად და გაურკვევლად ჩუმად.
- კარგი - ავიჩეჩე მხრები და ჩემი ყურსასმენები მოვირგე ისევ, რაღაც სიმღერა ჩავრთე, ბარში შევედი და ისევ ჭიქით გამოვედი. ვგრძნობდი რომ მიყურებდა თუმცა არ ვიმჩნევდი. მეოთხე ჭიქაც მივაყოლე და ვხვდებოდი რომ უკვე ფეხები მერეოდა. ბარზე ხმაურით დავდე ჭიქა და სცენის მარჯვენა კუთხეში დავდექი მის წინ, თუმცა მოშორებით და ავყევი მუსიკას. თუმცა ეს მუსიკა არ იყო რასაც ისინი უსმენდნენ. მათ უკვე კარგად მოსალხენი სიმღერები ჩაერთოთ. ამიტომ შილება სასაცილოდ ჩანდა რადგან მე წყნარ მუსიკას ვუსმენდი ყურსასმენებში და შესაბამისად ნელა ვაყოლებდი ტანს მელოდიას. ის კი მიყურებდა. ამჯერად ურცხვად მივტრიალდი მისკენ და წამით თვალებში შევხედე და გავაგრძელე ისევ ცეკვა და თან მის სახეს ვათვალიერებდი. მელოდია დამთავრდა და მეც გავჩერდი. ბარში შევედი ჩანთა მოვიკიდე და მეორე კარიდან ისე გავედი რომ არ დავენახე. ხელფასიც გზაში გამოვართვი თანამშრომელს რომელიც დარბაზისკენ მიდიოდა. ტაქსის გამოძახებას აღარ დავუცადე და სასწრაფოდ გავედი გარეთ. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი...

სახლში ჩუმად შევიპარე არ მინდოდა თეო გამეღვიძებინა... სწრაფად გადავივლე წყალი და სამზარეულოში გავედი. ყავა გავიკეთე და მაგიდას მივუჯექი.

To be continued ....

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now