,, რჩევას რომელსაც ასი ათას ადამიანს მივცემდი ახლა ისაა, რომ არ შეგეშინდეთ იგრძნოთ სიცოცხლე, არ შეგეშინდეთ გრძნობის, არ შეგეშინდეთ სიყვარულის, არ შეგეშინდეთ ტკივილის, ხანდახან ეს ძალიან კარგია, როცა გტკივა ამით გაკვეთილს იღებ, იყავით ბუნებრივები!"-შონ მენდესი.ინსტაგრამის ერთ-ერთი გვერდიდან ვკითხულობ,შემდეგ კი წიგნაკში,სხვა ჩემს საყვარელ ფრაზებთან ერთად ვიწერ.
ერთადერთი ბიჭი,რომელიც წლების მანძილზე მომწონდა შონ მენდესია.12წლიდან აღფრთოვანებული ვიყავი მისი ხმით,მუსიკებითა და გარეგნობით.ყველა ფანგვერდი დალაიქებული მქონდა და ვცდილობდი კიდევ უფრო მეტი გამეგო მის შესახებ.გამუდმებით მასზე ვსაუბრობდი,რაც მსმენლისთვის მოსაბეზრებელი ხდებოდა,მაგრამ არა ჩემი უახლოესი დაქალებისთვის,რომლებიც გამუდმებით მისმნდენ,თუ რა სიახლეს ვიტყოდი შონის შესახებ.ინსტაგრამზე ვწერდი,როცა პირდაპირ ეთერში იყო ყოველთვის ვუყურებდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის,რომ მას ოდესმე მაინც ენახა ჩემი შეტყობინება.
ნელნელა გავაცნობიერე,რომ ჩემი ხმა შონ მენდესამდე ვერასდროს ვერ მიაღწევდა და რეალობას დავუბრუნდი. ხანდახან მაინც ვამოწმებ მის ინსტაგრამს,მაგრამ სიმართლე,რომ ვთქვა მისთვის დრო უკვე აღარ მრჩება.გამუდმებით ვმეცადინეობ და როცა თავისუფალი წუთები მრჩება ვკითხულობ.
იმდენი ვისაუბრე შონზე და ჩემს სიყვარულზე მის მიმართ,რომ საკუთარი თავის წარდგენა სულ დამავიწყდა...
მე ელენე ახვლედიანი ვარ საქართველოდან. ოცი წლის ახლახანს გავხდი. ამჟამად გერმანიაში ვსწავლობ დიპლომატიურ ფაკულტეტზე და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვარ ჰამბურგის უნივერსიტეტში.
ჩემი ყოველდღიური რუტინა კი შემდეგნაირია:დილით ადრე ვდგები,რადგანაც ყოველ დღე ლექცია დილის ცხრა საათზე მეწყება,ლექციების შემდეგ ,,სტარბაქსში" მივდივარ,სადაც ჩემი დაქალი ქეთრინი მუშაობს.ჯანჯაფილიან ლატეს ვიღებ და ბიბლიოთეკისკენ მივდივარ.აქ საათების მანძილზე ფილიპთან ერთად ვკითხულობ,ვწერ,აგრეთვე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განტვირთვასაც ვახდენ. წიგნები ყოველთვის მამშვიდებდნენ.
YOU ARE READING
There's nothing holdin' me back.
Fanfictionნაცნობი ხმა,ნაცნობი სიმღერა და ადამიანი,რომელიც სცენაზე დგას... მისი სახე ჩემს მოგონებებში იღვიძებს,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის... ვინ არის ჩემთვის,თუმცა მის მიმართ რაღაც ენით აღუწერელს ვგრძნობ. ბიჭი სიმღერას წყვეტს და თვალს არ მაშორებს,მე...