And I Stopped Breathing!

104 11 15
                                    


🥀სიმღერის თანხლებით წაიკითხეთ!😍❤️
~~~~~~~~~
ჩანთასა და საფულეს ხელს ვავლებ და სახლიდან გავრბივარ. შონის დანახვაც არ მინდა... ასე როგორ მომექცა?! მთელი ეს დრო სიყვარულს მეფიცებოდა,ახლა კი წავიდა და იმ ჰეილისთან მიღალატა. ამის დედაც! გული საშინლად მტკივა... ვგრძნობ,თუ როგორ მეფლითება ნაწილებად.სადაცაა გასკდება და მოვკვდები. არ შემიძლია ასეთი ტკივილის ატანა! არც კი ვიცი საით მივდივარ. უბრალოდ კონორის მანქანაში ვჯდები და მადლობა ღმერთს გასაღები შიგნით არის. წამით ვფიქრობ,თუ როგორი იდიოტია... მანქანაში გასაღები როგორ დატოვა?! მანქანის ფარები ინთება და ჩემს წინ ნინასა და ლიზას ვხედავ. ვანიშნებ,რომ გვერდზე გადადგნენ,მაგრამ ადგილიდან არ იძვრიან. მანქანას გვერდს უვლიან და კარს აღებენ.ნინა გვერდით მიჯდება და მხარზე ხელს მადებს.

-აქ რას აკეთებთ?-ვსლუკუნებ და თან ცრემლებს ვერ ვიკავებ.

-შენი გამოქცევის შემდეგ სასწრაფოდ ოთახში შევედით მე და ლიზა... ვერ ავიტანე ის,რაც იქ დავინახე და ჰეილი თმებით ვითრიეთ. შონიც გავლანძღე და გარეთ გამოვვარდით...-სწრაფად ამბობს ნინა და სევდიანი თვალებით მიყურებს.

-მადლობა ღმერთს გიპოვეთ!-თავზე ხელს ნაზად მისვამს ლიზა.

-აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდე. შონის დანახვა არ მინდა!

-კარგი... მაგრამ ფრენები გადადებულია მოსალოდნელი შტორმის გამო...-ამბობს ნინა.

-არ მაინტერესებს! კანადას უნდა მოვშორდე ყველაფრის მიუხედავად!-ვაცხადებ.

-გემი! გემი გადის ნახევარ საათში...-ამბობს სწრაფად ლიზა.-რაღაცას ბუტბუტებდა კონორი გემის შესახებ და ახლავე გავარკვევ. ნინა წამოდი შენც თან პასპორტები წამოვიღოთ და შემდეგ კონორს ვეტყვი ტანსაცმელი გამოგვიგზავნოს. თორემ ყურადღებას მივიქცევთ ჩემოდნებით რომ გამოვიდეთ. შენ აქ დაგველოდე ელე! გთხოვ არსად არ წახვიდე.

There's nothing holdin' me back.Where stories live. Discover now