ვიღვიძებ თუ არა ვამჩნევ,რომ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვწევარ. უფრო სწორად ნინა და ლიზა წვანან ასე. ლიზა განივრად წევს და მთელს სხეულზე მაწევს,ნინას ფეხი კი თითქმის სახეზე მადევს. წამოდგომას ვცდილობ,თუმცა ამაოდ.
-გაიღვიძეთ!-თითქმის ვღრიალებ. ნინა რაღაცას ფრუტუნებს,შემდეგ კი ძილს იბრუნებს. ამ დროს ტუმბოზე ჩემი მობილური რეკავს. ვცდილობ ტელეფონს მივწვდე და კარგად გაწელვის შემდეგ ვახერხებ. ეკრანს დავყურებ და სწრაფად ვპასუხობ.
-დილამშვიდობისა,ჩემო სიყვარულო!-მესმის შონის ბოხი ხმა.
-დილამშვიდობისა,ძვირფასო!-ყურებამდე ვიღიმი,თუმცა მალევე ვიმანჭები,როცა ლიზა გვერდში ერთს კარგად მთავაზობს.
-ყველაფერი რიგზეა?-მეკითხება შონი.
-ლიზა ზემოდან მაწევს და რაღაც მომარტყა გვერდში... ისეთი არაფერი-ვამბობ და ლიზას გადათრევას ვცდილობ,ბოლოს და ბოლოს მისგან თავის დახსნას ვახერხებ და საწოლიდან ვდგები. მიკვირს ასე მკვდარივით როგორ სძინავს ორივეს... კარს ვაღებ და აივანზე გავდივარ.
-როგორი იყო შოუ?-ვეკითხები შონს.
-საოცარი! უამრავი ადამიანი იყო... თუმცა შენ,რომ ყოფილიყავი უკეთესი იქნებოდა.
-იქნებ მოვახერხო შემდეგზე დასწრება?!-ვამხნევებ.
-იმედია... ახალ სიმღერას მოუსმინე?-მეკითხება აღფრთოვანებული. ჯანდაბაა!!! სულ გადამავიწყდა.
-მაპატიე,საყვარელო! სწორედ ახლახანს ვაპირებდი... აუცილებლად მოვუსმენ და ჩემს შთაბეჭდილებას გაგიზიარებ.
-კარგი... მომწერე! საშინლად მინდა მოგეფერო და გაკოცო! საღამოთი დაგირეკავ!
-მეც საშინლად მინდა შენი მოფერება... დროებით!-ვემშვიდობები და იუთუბის აპს ვხსნი. სიახლეებში პირველივეს შონის სიმღერასა და კლიპს მიგდებს. სწრაფად ვხსნი და მთელ ეკრანზე მე და ის მოვჩანვართ. მან ყველა ის ვიდეო,რაც ევროპაში ყოფნის პერიოდში გადავიღეთ შეაკოწიწა და კლიპად აქცია. სიმღერა საოცრად მელოდიური და ჟღერადია.მოსმენისთანავე მიპყრობს და თავს მაყვარებს. სიმღერის სახელი ,,There's Nothing Holdin' Me Back" არის... უმაგრესი სიმღერაა და კლიპიც ძალიან კარგი გამოვიდა. ბოლომდე ყურების შემდეგ ვალაიქებ და კომენტარსაც ვწერ,რამდენიმე წუთში კი შონთან ერთად უამრავი ფანი მწერს ქვემოთ კომენტარებს,რასაც საერთოდ არ ველოდი... ყველა კომენტარი სიყვარულითაა აღსავსე,რაც ძალიან მახარებს.საერთოდ არ მინდა ხალხს ვძულდე იმის გამო,რომ შონ მენდესის შეყვარებული ვარ და რომ მისი გული მხოლოდ მე მეკუთვნის... ამ ყველაფრის გაფიქრებისას ყურებამდე ვიცინი და აივანზე მდგომ სავარძელში ვესვენები. შონს მოკლეტექსტურ შეტყობინებას ვუგზავნი და მის ახალ ნაშრომს უამრავი ეპითეტით ვამკობ.
JE LEEST
There's nothing holdin' me back.
Fanfictieნაცნობი ხმა,ნაცნობი სიმღერა და ადამიანი,რომელიც სცენაზე დგას... მისი სახე ჩემს მოგონებებში იღვიძებს,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის... ვინ არის ჩემთვის,თუმცა მის მიმართ რაღაც ენით აღუწერელს ვგრძნობ. ბიჭი სიმღერას წყვეტს და თვალს არ მაშორებს,მე...