-საყვარელო,ყველაფერი ჩაალაგე?-მეკითხება შონი.
-კი... მგონი არაფერი არ მრჩება...-ჩემოდანის ელვა შესაკრავს ვკრავ და ძირს ვდებ.
-წავიღებ ბარგს...-ლოყაზე ნაზად მკოცნის და ოთახიდან გადის. ფანჯრებს ვკეტავ,ოთახს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს,შემდეგ კი კარს ვკეტავ და ქვემოთ ჩავდივარ. სამზარეულოს მაგიდაზე მოთავსებულ კალათას ვიღებ,რომელშიც გზაში წასახემსებელი სენდვიჩები დევს.
-შონ! გასაღები შენ გაქვს?-გარეთ გავდივარ და კალათს მანქანის უკანა სავარძელზე ვდებ.
-ჰო... დავკეტავ კარს.-სახლისკენ მიდის და კარს კეტავს,მე კი მეზობლებს ხელს ვუქნევ და ვემშვიდობები. რამდენიმე მათგანის გაცნობაც მოვასწარით.
შონი მანქანის კარს მიღებს,მეც სავარძელზე ვთავსდები,შემდეგ კი კარს ფრთხილად კეტავს. მანქანას გვერდს უვლის და ადგილს საჭესთან იკავებს.
თეთრი მაისური,ამავე ფერის ,,ადიდასის" ბოტასები და ნარინჯისფერი ქურთუკი აცვია. ორივე ერთდროულაად ვიკრავთ ღვედს. შონი მანქანას ძრავს და ჩვენც ვტოვებთ ამ მშვენიერ ადგილს. მთელი ორი კვირა აქ გავატარეთ და საოცრად შემიყვარდა აქაურობა.
ხშირი ტყიდან გზატკეცილზე გავდივართ. იქვე ბანერზე მიმართულებებს ვაკვირდებით,შემდეგ კი გეზს ამსტერდამისკენ ვიღებთ.***
-მგონი ეგ ველოსიპედი შენთვის პატარაა-ვეუბნები შონს და თან ველოსიპედს მის გვერდით მივაქროლებ.
-შეიძლება ცოტათი ხო... მაგრამ არ მიჭირს ტარება.-მიღიმის.
-მაგარია არაა აქაურობა?
-ვგიჟდები ამ ქალაქზე...-აცხადებს შონი.
-ჰო მეც...
-პირველად ხარ აქ?-ქუჩის კუთხეში ვუხვევთ.
-არაა. ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ. როგორც იცი გერმანიაში ვსწავლობ,აქ კი მამიდაჩემი ცხოვრობს,უფრო სწორად როტერდამში. ხოდა ხშირად ვსტუმრობ ამსტერდამსაც.
-მამიდაშენს ხომ არ ვესტუმროთ?-მთავაზობს შონი.
-რატომაც არა?!-ველოსიპედებს იქ ვტოვებთ,სადაც ვიქირავეთ.
YOU ARE READING
There's nothing holdin' me back.
Fanfictionნაცნობი ხმა,ნაცნობი სიმღერა და ადამიანი,რომელიც სცენაზე დგას... მისი სახე ჩემს მოგონებებში იღვიძებს,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის... ვინ არის ჩემთვის,თუმცა მის მიმართ რაღაც ენით აღუწერელს ვგრძნობ. ბიჭი სიმღერას წყვეტს და თვალს არ მაშორებს,მე...