Georgia🇬🇪

82 9 5
                                    

თვალებს ვახელ და შონს ვხედავ. ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. თავი მის მკლავზე მიდევს,წამოწეულია და ზემოდან დამცქერის,თან მეორე ხელის თითებს სახეზე  დამატარებს. რა კარგია აქ ჩემს სახლში,საყვარელი ადამიანის მკლავებში გაღვიძება... ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება.

-დილამშვიდობისა,ანგელოზო!-ჩემსკენ იხრება და ცხვირზე მკოცნის.

-ასე ადრე რატომ გაიღვიძე?-ვუღიმი და ახლა მე ვკოცნი ლოყაზე.

-ადრე? უკვე თერთმეტი საათია...-მიღიმის.

-უიჰ... სულ დავკარგე შენს გვერდით დროის შეგრძნება.-კისერზე ხელებს ვხვევ და ჩემსკენ ვიზიდავ. ერთ ხელს წელზე მხვევს და მეკვრის. ტუჩებს მის ტუჩებს ვაწებებ და ვნებიანად ვკოცნი. ბოლოს ჟანგბადის უკმარისობის გამო ერთმანეთს ტუჩებს ვაშორებთ.

-თბილისში მივდივართ რამდენიმე საათში შემდეგ კი კანადაში გავფრინდებით...-ბუტბუტებს შონი და ფეხზე დგება.

-დღეს?-საბანს ვიშორებ და მეც ფეხზე ვდგები.

-ხო... ახლავე ჯობია დაიწყო ბარგის ჩალაგება... გუშინ ვთქვი,რომ შენს გარეშე არ წავიდოდი ხოდა ასეც მოვიქცევი.-ნიკაპზე მეხება და თავს მაღლა მაწევინებს.-ხომ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა?

-ყველაზე მეტად სწორედ ეგ მინდა!-თითის წვერებზე ვიწევი და ჰაეროვნად ვკოცნი.-ახლა კი გამოვიცვლი.

გარდერობში შევდივარ და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. საბოლოოდ ყავისფერ მოკლე კაბას,ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებსა და თეთრ მაისურს ვიცვამ,რომელსაც წინ ვიკრავ.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
There's nothing holdin' me back.Where stories live. Discover now