You are my Soulmate!

98 11 3
                                    

  ერთი კვირის შემდეგ...

   საოცრებაა,როცა თვალებს ახელ და შენს გვერდით იმ ადამიანს ხედავ,რომელიც გაბედნიერებს. გული გამალებით მიცემს,როცა შონის მშვენიერ სახეს ვუყურებ. სახეზე ნაზად ვეფერები... არ მინდა გავაღვიძო ისე ტკბილად სძინავს... შუბლზე ვკოცნი და საბანს სხეულიდან ვიშორებ. შონის ნაცრისფერ მაისურს ვიცვამ,რომელიც თითქმის მუხლებამდე მიწვდება,მაგრამ ძალიან კომფორტულია. კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს საწოლში მწოლიარე შეყვარებულს და კიბეებს ჩავუყვები. ტბის სახლი ძალიან ლამაზია... როგორც გითხარით ირგვლივ მხოლოდ სიმწვანეა,მაგრამ საკმაოდ ბევრი მეზობელი გვყავს. სახლი ორსართულიანია.  ზემოთ დიდი აივანია,ქვემოთ კი ორი გარაჟი კატერისთვის.მაგრამ შონს მხოლოდ ერთი კატერი ჰყავს,გუშინ კი დამპირდა,რომ სწორედ ამ კატერით გავისეირნებთ დღეს.



მაგრამ შონს მხოლოდ ერთი კატერი ჰყავს,გუშინ კი დამპირდა,რომ სწორედ ამ კატერით გავისეირნებთ დღეს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მხოლოდ შორტისა და შონის მაისურის ამარა სამზარეულოში შევდივარ და მაცივარს ვაღებ. გუშინ პროდუქტები მოვიტანეთ და იმედია რამის მომზადებას შევძლებ.  ერთ კვერცხს,შოკოლადს,კარაქსა და ბანანს ვიღებ მაცივრიდან. ყველაფერს სამზარეულოს მაგიდაზე ვათავსებ,შემდეგ კი კარადაში ვიწყებ ქექვას. ფქვილსაც ვპოულობ და სხვა ინგრედიენტებთან ვათავსებ. 1 ჭიქა წყალსაც ვავსებ და ბანანიანი ბლინების მომზადებას ვიწყებ.

ჯამში კვერცხსა და წყალს ერთად ვთქვიფავ,შემდეგ კი ფქვილს ვურევ. იქვე მაგიდაზე რადიოს ვრთავ და მოულოდნელად შონის სიმღერა ,,Lights On" გაისმის. მეც ხმას მაღლა ვუწევ და ხმას ვაყოლებ,თან თეძოებს ვიქნევ.  ჯამიდან მასა ტაფაზე გადამაქვს და ბლინებს ვაკეთებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ბლინები თეფშზე გადმომაქვს,ზედ შოკოლადს ვუსვამ და ბანანის ნაჭრებს ვადებ.  უეცრად ვიღაც უკნიდან მეხუტება და ცოტა არ იყოს მაშინებს კიდევაც. ნიკაპს მხარზე მადებს და ლოყაზე მაგრად მკოცნის.

There's nothing holdin' me back.Where stories live. Discover now