I trust him...

85 10 3
                                    

ცხვირზე რბილი ტუჩების შეხებას ვგრძნობ და თვალებს სწრაფად ვახელ. ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. შონი თითებით ლოყაზე ნაზად მეფერება და თვალებში დაჟინებით მიყურებს. ახლა მე ვიწყებ მის ალერსს. ჯერ ლოყაზე ვკოცნი,შემდეგ ცხვირზე,შუბლზე და მთელ სახეს ვუკოცნი. მინდა ყველა მისი ნაკვთი დავიმახსოვრო და გონებაში ჩავიბეჭდო.  ჩვენს შორის გამეფებულ სიჩუმეს კარზე კაკუნი არღვევს.  შონს ტუჩებში ვნებიანად ვკოცნი,შემდეგ კი კარის გასაღებად ვდგები.

-დილამშვიდობისა!-მესალმება ნინა,რომელიც მწვანე ქვედაწელიან კაბასა და თეთრ მაისურშია გამოწყობილი,თმები მაღლა აქვს აწეული,ხოლო ფეხზე მწვანე ფერის ბოტასები აცვია.

-დილამშვიდობისა! კარგად გამოიყურები...-კონპლიმენტს ვეუბნები ჩემს დაქალს. ნინა თვალს შონისკენ აპარებს,ალბათ აინტერესებს სად არის მისი ,,სასიძო".

-ჰეი ნინა!-ესალმება შონი ოთახიდან.

-ჰეეი, სიძეევ შე ძველო!-ჯერ ქართულად ეუბნება,შემდეგ კი ინგლისურად უთარგმნის,შონი კი გულიანად იცინის.

-რამე ხომ არ გააკეთეთ გუშინ?-თვალს ეშმაკურად მიკრავს.

-მაინც რას გულისხმობ?-კარს ვეყრდნობი და მეც ეშმაკურად ვეკითხები.

-იცი რასაც!-წარბებს მაღლა წევს და დაჟინებით მიყურებს. თუ დროზე არ გავცემ პასუხს აფეთქდება.

-რა თქმა უნდა არა... სიმართლე,რომ გითხრა ახლო მომავალში არ ვაპირებთ ნინა!!!-ვოხრავ.

-და რატომ?-გაკვირვებული მიყურებს.

-ასე გვინდა... აბა რა ხდება? რატომ დაგვირღვიე მყუდროება მე და ჩემს შეყვარებულს?-ვიცინი.

-მერიმ საუზმე მოამზადა და გელოდებით! შემდეგ კი სადმე გავიდეთ,თორემ სახლში ძალიან მომწყინდა!!! როგორც იქნა დამთავრდა სასწავლო წელი. მოვკვდი ამდენი მედიცინით რამით გავერთოთ ერთად! დროზე ჩამოდით, გელოდებით!-ლოყაზე მაგრად მკოცნის და კიბეებზე ჩარბის. სანამ კიბეებს ბოლომდე ჩაივლის ვაკვირდები,შემდეგ კარს ვკეტავ და საწოლზე შონის გვერდით ვეხეთქები.

There's nothing holdin' me back.Where stories live. Discover now