ჰეილის წასვლის შემდეგ მისაღებ ოთახში დივანზე ვკალათდები და ჩემს დაქალებს ვურეკავ. რამდენიმე ზარის შემდეგ ორივე მპასუხობს და ვიდეოში მათი გამოსახულება ჩნდება.
-ეიიი!!! როგორ მომენატრე,შე საძაგელო!-მეუბნება ლიზა და საყვარლად მიღიმის.
-მეც ძალიან მომენატრეთ,ტკბილებო!
-რა ხდება ახალი?-მეკითხება ნინა,მე კი ყველაფერს ვუყვები ჰეილიზე და მის ქმედებაზე. ორივეს ძალიან გაკვირვებული სახეები აქვთ და რამდენიმე წუთის მანძილზე პირდაღებულები მაშტერდებიან.
-ეგ გოგო რაღაცას ხლართავს!-ამბობს ნინა.
-ძალიან გულწრფელი იყო ნინ...-ვლუღლუღებ.-თან რაში სჭირდება ამდენი ტყული,ალბათ მიხვდა,რომ ასე უკეთესია,რომ ჩვენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. თან შონის დაბადების დღისთვის სიურპრიზის მოწყობა გადავწყვიტეთ...
-ნინა მართალია ელე... თვალდახუჭული მაინც ნუ ენდობი მაგ გოგოს... დაგავიწყდა რა გააკეთა მაშინ?-ლიზაც ნინას ეთანხმება.
-რა თქმა უნდა არ დამვიწყებია ის,რაც გააკეთა,მაგრამ მაშინ საღ გონებაზე არ იყო... ბევრი დალია და თავს ვერ აკონტროლებდა... მეორე შანსს ყველა იმსახურებს გოგოებო...-ყველას მიმართ ყოველთვის კარგად ვარ განწყობილი. ადამიანს ბევრ რამეს ვპატიობ.
-მართალი ხარ,მაგრამ მაინც სიფრთხილე გამოიჩინე კარგი?-მიღიმის ნინა.
-კარგი! და ჰოო შონის დაბადებისდღეზე დაპატიჟებულები ხართ! თანაც მისი ბევრი მეგობარი იქნება. მათ შორის ჰარიც!-თვალს ვუკრავ ნინას.
-ჰარიც??? ღმერთო,რა კარგია! რამდენიმე კვირაა ერთმანეთთან ხშირი მიმოწერა გვაქვს და ისე მინდა მასთან შეხვედრაა..-არც კი ვიცოდი,რომ ნინა და ჰარი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.
-ძალიან მაგარია! მოკლედ ხვალ საღამომდე აუცილებლად უნდა იყოთ კანადაში. თქვენი დახმარება დაგვჭირდება.
YOU ARE READING
There's nothing holdin' me back.
Fanfictionნაცნობი ხმა,ნაცნობი სიმღერა და ადამიანი,რომელიც სცენაზე დგას... მისი სახე ჩემს მოგონებებში იღვიძებს,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის... ვინ არის ჩემთვის,თუმცა მის მიმართ რაღაც ენით აღუწერელს ვგრძნობ. ბიჭი სიმღერას წყვეტს და თვალს არ მაშორებს,მე...