ბილეთს თეატრის შესასვლელში კონტროლიორს ვაძლევ. მაღალი კაცი დაკვირვებით მათვალიერებს,შემდეგ კი შიგნით მიშვებს. სცენის წინ ადგილს ვიკავებ და აქეთ-იქით გაფაციცებით ვიყურები.ყველგან შონს ვეძებ,მაგრამ ალბათ სცენაზე გამოსასვლელად ემზადება. გვერდით მხოლოდ ერთი ადგილია თავისუფალი და მასაც ნაილ ჰორანი იკავებს. თავი სიზმარში მგონია,ნუთუ ახლა ნაილ ჰორანის გვერდით ვზივარ? ეს რომ ნინამ გაიგოს გაგიჟდება.ნაილი გაკვირვებული მიყურებს,შემდეგ კი მესალმება.
-ჰეი...-მეც ვესალმები და ვცდილობ არ ვინერვიულო მასთან საუბრისას.როგორც ჩანს გაუკვირდა,როცა სრულიად უცნობი გოგო ამ ადგილას დაინახა.
-ადგილი ხომ არ აგერია?-მეკითხება და თან მობილურში შეტყობინებას წერს.
-ასე გგონია?-ვეკითხები.
-უკვე აღარ...-მობილურის ეკრანს რთავს და ჯიბეში იდებს.-მე ნაილ ჰორანი ვარ,თუმცა ალბათ უკვე მიცნობ.
-ჰო...
-და შენს თავს არ წარმომიდგენ?-თბილად მიღიმის.
-ელენე ახვლედიანი,თუმცა შეგიძლია ელით მომმართო.-ვიცინი,როცა მის დაბნეულ სახეს ვხედავ.-ვიცი,რომ შენთვის უცნაურად ჟღერს.
-ჰოო თანაც ძალიან უცნაურად! თუმცა უფრო გიჟური სახელებიც გამიგია... როგორც ჩანს შონი შენით მოიხიბლა...-თვალს მიკრავს.
-რაღაც არა მგონია! სიმართლე გითხრა ცოტა დაძაბულიც კი ვარ აქ ყოფნით... საერთოდ არ მქონდა გეგმაში აქ შონის კონცერტზე მოხვედრა.ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ბუუმ ახლა მე ვიაპი ბილეთი მაქვს,რომელიც თავად შონ მენდესმა მომცა.-ვიცინი და უკან ვიხედები.უამრავი გოგოს მზერას ვაწყდები,რომლებიც დაკვირვებით მიყურებენ,ზოგიერთი მათგანი კი ფოტოსაც მიღებს.
-აი შონიც!-მიმითითებს ნაილი სცენისკენ. შონს მზერა აუდიტორიიდან ჩვენსკენ გადმოაქვს,უფრო სწორად ჩემსკენ,რადგანაც პირდაპირ თვალებში მიყურებს,შემდეგ კი მიღიმის. შავი მაისური,ამავე ფერის მომდგარი შარვალი,ბოტასები და ჯინსის ლურჯი ქურთუკი აცვია. ძალიან მომხიბვლელია... რეალურად ბევრად უკეთესია,ვიდრე ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს. თითებს თმაში იცურებს და უკან იწევს. გიტარა ცალ მხარზე აქვს გადაკიდებული და მიკროფონს უახლოვდება. მისი ხმა... საოცარი და მომაჯადოვებელი ხმა,რომლითაც მთელი ჩემი თინეიჯერობის ასაკში შეპყრობილი ვიყავი.
YOU ARE READING
There's nothing holdin' me back.
Fanfictionნაცნობი ხმა,ნაცნობი სიმღერა და ადამიანი,რომელიც სცენაზე დგას... მისი სახე ჩემს მოგონებებში იღვიძებს,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის... ვინ არის ჩემთვის,თუმცა მის მიმართ რაღაც ენით აღუწერელს ვგრძნობ. ბიჭი სიმღერას წყვეტს და თვალს არ მაშორებს,მე...