Weird Connection

155 15 3
                                    




ჩვენი პირველი გაჩერება ბელგიაშია,კონკრეტულად ანტვერპენში. ქალაქის ცენტრში ერთმანეთის გვერდიგვერდ მივაბიჯებთ.ფოტოაპარატი მომარჯვებული მაქვს და ყველა მნიშვნელოვან დეტალს ვაფიქსირებ.შონსაც ბევრი ფოტო გადავუღე და ერთადაც გადავიღეთ.  ქალაქის ცენტრში უზარმაზარი შენობის ირგვლივ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშაა გამოფენილი.მათ შორის კი საქართველოს დროშაც ვიპოვე.

  -არ მოგშივდა?-მეკითხება შონი,მე კი იქვე დახლზე ანტიკვარულ ნივთებს ვათვალიერებ.

-მეგონა არასდროს მკითხავდი!-ვიცინი.

-პატატზე რას იტყვი?-მეკითხება და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.

-პატატზე? ეგ რაღაა?-ვეკითხები დაბნეული.

-იგივე კარტოფილი ფრი,თუმცა აქ პატატს ეძახიან. როგორც ვიცი ბელგია სახელგანთქმულია პატატის მომზადებით.ერთი კარგი კაფე ვიცი აქ...-მიღიმის.-რას იტყვი დავაგემოვნოთ?

-რა თქმა უნდა!-დახლს ვშორდები და შონს გვერდით ვუდგები.-აბა საით უნდა წავიდეთ?

-აი იქით!-ხელით მანიშნებს ვიწრო ქუჩისკენ,მე კი ფოტოების გადაღებას კვლავ ვაგრძელებ. კაფეში შესვლისთანავე შემწვარი კარტოფილის მადისაღმძვრელ სურნელს ვგრძნობ და ჩემი მუცელი ყმუილს იწყებს. შონს ამაზე ეცინება,შემდეგ კი რიგს იკავებს..ფოტოაპარატს ჩანთაში ვდებ და კაფეს ვათვალიერებ.

შონი შეკვეთას აძლევს,შემდეგ კი ჩვენს ადგილს ფანჯარასთან ვიკავებთ.   ანტვერპენში არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მოხიბლული ვარ ამ ქალაქით.ულამაზესი შენობებია,ზოგიერთ მათგანზე არსებული გამოსახულებები მოოქროვილიც კი არის!

-შენს ბავშვობაზე არაფერი მოგიყოლია... არც შენს მშობლებზე და ძმაზე.-მეუბნება შონი

-ჰოო... არც კი ვიცი საიდან დავიწყო. მოკლედ ჭირვეული ბავშვი ვიყავი.ხშირად ვტიროდი და მშობლებს ნერვებს ვუშლიდი,მაგრამ ნელნელა დავწყნარდი და ძალიან თვინიერი გავხდი. რაც შეეხება დედაჩემს,სალის ის ქირურგია.მამაჩემი,გიორგი კი ბიზნესმენი. ჩემი ძმა ლუკა უნივერსიტეტში სწავლობს,ჩემზე ორი წლით უფროსია.

There's nothing holdin' me back.Where stories live. Discover now