Island Kammilien

235 12 10
                                    

Ellene's P.O.V

გულისრევისა და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები მაღვიძებს. თვალებს დიდი გაჭირვებით ვახელ,რადგან ქუთუთოები საშინლად დამძიმებული მაქვს. მოთენთილი და ძალა გამოცლილი ვარ. თავიდან ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ,შემდეგ კი გამოსახულება იკვეთება. პატარა და კომფორტულად მოწყობილ ოთახში ვარ. მოპირდაპირე მხარეს ერთი ნაჭრის სავარძელი და პატარა ხის მაგიდა დგას. კარი და კედლები ხისაა.ვხვდები,რომ რაღაც პატარა ხის სახლში ვიმყოფები,მაგრამ აქაურობა ჩემთვის სრულიად უცნობი და ახალია. დარწმუნებული ვარ,რომ აქამდე აქ არასდროს ვყოფილვარ.ჩემგან მარჯვნივ კედელზე სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებია გაკრული. მკლავში კათეტერი მაქვს ჩარჭობილი და საწოლის გვერდით წვეთოვანი დგას. თითქმის სანახევროდ ჩაცლილია. თავის წამოწევას ვცდილობ,მაგრამ სხეულში საშინელი ტკივილი მივლის... საშინლად მახველებს,შემდეგ კი ქვემოთ მდგარ პლასტმასის საკმაოდ ღრმა სათლში ვაღებინებ. კარის გაღების ხმა მესმის,შემდეგ კი მძიმე ნაბიჯების. წამით შიში მიპყრობს და გაქცევაზე ვფიქრობ,მაგრამ ვხვდები,რომ ჩემს მდგომარეობაში სირბილს ვერ შევძლებ. ძლიერი ხელები წელზე,შემდეგ კი კისერზე მეხება და თმას უკან მიწევენ. როცა საქმიანობას ვასრულებ,ძლიერი ხელი ხელსახოცს მაწვდის. მეც სწრაფადვე ვართმევ და სახეს ვიწმენდს,შემდეგ კი წყალს ვსვამ. როცა უკეთ ვხდები ხელები სხეულიდან მშორდება,მე კი თავს მაღლა ვწევ და ახლა კარგად ვხედავ ამ ძლიერი ხელების პატრონს. ახალგაზრდა ყმაწვილია. დაახლოებით ოცდასამი წლის იქნება... წაბლისფერი თმა,კუპრივით შავი თვალები და ჭორფლებიანი სახე აქვს. მაღალი და დაკუნთულიცაა,მაგრამ არა ისე,როგორც ,,ბადიბილდერები". ახლაღა ვაცნობიერებ,რომ მასზე ვარ მიშტერებული,ამიტომაც მზერა ოთახის სხვა მხარეზე გადამაქვს და ბალიშს ვეყრდნობი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 16, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

There's nothing holdin' me back.Where stories live. Discover now