შონი იმედგაცრუებული მიყურებს,შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით ჩვენსკენ მოდის. ყველაფრის ახსნას ვიწყებ,მაგრამ ტუჩზე თითს მადებს და მაჩუმებს.თაიგულს ხელში მჩრის,თვითონ კი ალექსის წინ დგება. სადაცაა ერთმანეთს შეჭამენ.-შენ ვინ ჯანდაბა ხარ?-უღრენს ალექსი.მათ შორის ჩადგომას ვცდილობ,მაგრამ შონი ამის ნებას არ მაძლევს.-აჰჰ გიცანი... შენ ხომ კანადელი მომღერალი ხარ?? ამმ მგონი სინ მენდეზი თუ რაღაც ეგეთი სირობა სახელი გაქვს. მოკლედ მაგრად მკიდია.
-შონ მენდესი! და ჰო ელენეს შეყვარებული ვარ. თავად ვინ ჩემი სირი ხარ?-შონი ასეთი განრისხებული არასდროს მინახავს. წამით პატარა ბავშვს გავს,რომელსაც თავისი საყვარელი სათამაშო წაართვეს.
-ელენეს მეგობარი,თანაც საკმაოდ ახლო!-გველურად იღიმის. როდიდან გახდა ჩემი ახლო მეგობარი ეს ფლეიბოი?!
-ჩემს შეყვარებულს კიდევ ერთხელ ხელს დააკარებ და მოგკლავ! გეფიცები არ გაცოცხლებ!-შონი კიდევ უფრო უახლოვდება და მაისურზე ეხება,თან თვალწინ თითს გაფრთხილების ნიშნად უქნევს.
-წადი შენი! ელენეს როცა მომინდება მაშინ შევეხები და რასაც მინდა იმას გავუკეთებ. ნახე რაა შენც შეგაბა... ყოჩაღ ელენეს. გემოვნება ნამდვილად აქვს მაგ ძუკნას!-სხეული ალექსისადმი ზიზღით მევსება და ახლა დიდი სიამოვნებით ვცემდი მას. შონი გაცხარებული იწევს მისკენ და მუშტს მთელი ძალით სახეში ურტყამს. ალექსი ძირს ეცემა,შონი კი ზემოდან ექცევა და საშინლად სცემს. თუმცა ამჯერად ალექსი ახერხებს შონის მოშორებას და მუშტებს არც ის აკლებს შონს. მიწაზე გორაობენ,ხან ერთი აღმოჩნდება ზემოთ,ხან მეორე. მათ გაშველებას აზრი საერთოდ არ აქვს,პირიქით შეიძლება მეც მომხვდეს ერთი-ორი. ამიტომაც შონს ვუყვირი და ვთხოვ შეეშვას იმ ნაბიჭვარს.
-შონ,გთხოვ თავი დაანებე არ შემოგაკვდეს!
-ელი გაიწიე!-მიყვირის. ნინა და ლიზა სახლიდან გამოდიან და ჩემსკენ მორბიან.
STAI LEGGENDO
There's nothing holdin' me back.
Fanfictionნაცნობი ხმა,ნაცნობი სიმღერა და ადამიანი,რომელიც სცენაზე დგას... მისი სახე ჩემს მოგონებებში იღვიძებს,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის... ვინ არის ჩემთვის,თუმცა მის მიმართ რაღაც ენით აღუწერელს ვგრძნობ. ბიჭი სიმღერას წყვეტს და თვალს არ მაშორებს,მე...