ნაწილი 2

1.1K 139 18
                                    



"მე ვინ ვარ? ჯეონების დინასტიის ერთადერთი ვაჟი! ჯეონ ჯონგუკი"

ღმერთო როგორი უიღბლო ხარ პაკ ჯიმინ!!! რატომ გიყვარს ბევრი ლაპარაკი.ალბათ ეხლა დედას სამსახურიდან დაითხოვენ,ჯობია მოვუბიდიშო

"ბ-ბოდიში ბატონო ჯეონ უხეში საუბრისთვის,მ-მე არ ვიცოდი თქვენი ვინაობა..."

ღმერთო კიდევ რამდენჯერ უნდა დაიმცირო თავი პაკ ჯიმინ?

"საცოდავი,შენ ალბათ ქალბაონი ლალისას შვილი ხარ. ღმერთო ისეთ კეთილ ქალს შენნაირი მდაბიო როგორ გაუჩნდა? ალბათ მამას გავხარ"

არასდროს ვაქცევდი ყურადღებას ხალხის ლაპარაკს, არ მაინტერესებდა მათი აზრი ჩემს შესახებ, ისედაც ვიცი რომ საცოდავი ვარ! ვიცი რომ ისეთ დედას არ ვიმსახურებ როგორიც მყავს! მე მისი დამშვიდება და გულში ჩაკვრაც კი არ შემეძლო მაშინ როცა ეს ყველაზე მეტას სჭირდებოდა.მაგრამ რატომ? რატომ მატკინა ამ იდიოტის სიტყვებმა ესე ძალინ გული? მინდა ძლიერი ვიყო, მინდა დავუმტკიცო ყველას რომ მეც შემიძლია ცხოვრებაში რაიმე სასარგებლოს გაკეთება! ძალიან მინდა ეს ყველაფერ მაგრამ რას ვაკეთებ საამისოდ? ვდგავარ ვიღაც ჯეონ ჯონგუკის წინ და გოგოსავით ვტირი

"საცოდავ ქალს დღეები დარჩა და ერთადერთი რისი დანახვაც უწევს შენი მტირალა სახეა"

რა? რას გულისხმობს? დღეები ? ის რა ხუმრობს?

"რას ამბობ?რა დღეები? მორჩი უაზრობების ლაპარაკს!!! მე ხომ უკვე მოვიხადე ბოდიში!"

"მოიცა შენთვის არ უთქვამს?"

გაოცებული სახით მიყურებს,თითქოს დანაშაულის გრძნობა შიგნიდან ჭამს

"სამწუხაროდ , დედაშენს კარცინომა (კიბო)აქვს"

სიტყვების გაანალიზება ვერ მოვასწარი, როცა ჩემი თვალები ჯონგუკის უკან მდგარმა სილუეტმა მიიპყრო,ეს დედაჩემი იყო ის ერთადერთი და განუმეორებელი დედა რომელმაც 18 წელი გაუძლო ჩემს კაპრიზებს, ის იდგა და მიყურებდა აცრემლებული თვალებით.წვიმისგან სრულიად დასველებულს სახეზე წვიმის წვეთებდან ერთად ცრემლები სდიოდა, რატომ დუმს? რატომ არ ამბობს არაფერს ? როგორ მაშინებს ეს სიჩუმე, შიში მთელს სხეულში ელვისსისწრაფით ვრცელდება მე ვდგამ ნაბიჯს დედაჩემისკენ ვიკრებ ძალას და ვეკითხები

50  საიდუმლო Where stories live. Discover now