გათენდა. მზის სხივებმა ფარდებს თავი დააღწია და ოთახში შემოიპარა .მისი სხივები ძვალრბილს მითბობდა.
"ჯიმინ საყვარელო"
ჯერ ძილბურანს ვერ მოვცილებიდი როცა ოთახში დეიდა სენა შემოვიდა.
"დ..დიახ?"
მეც ენის ბორძიკითა და მთქნარებით ვუპასუხე. მეუხერხულა მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი
"ცხრის ნახევარია საყვარელო მოემზადე. სკოლაში უნდა წახვიდე"
ამ სიტყვებმა წამებში გამომაფხიზლა, ალბათ ცივი წყალიც ვერ შეძლებდა წამის მეასედში ჩემს საღ გონებაზე მოყვანას.
"კი მაგრამ...არ მინდა "
თითქმის ბუტბუტით, მაგრამ მისთვის გასაგებად ჩავილაპარაკე.
"არანაირი მაგრამ... ჯონგუკს ველაპარაკე, ის თანახმაა შენზე დაქორწინდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, 2 კვირაში მამამისაც შეატყობინებს პასუხს"
"კი მაგრამ ქალბა... დედა ამით ყველაფერი გაუარესდება. თან პასუხისმგებლობის აღება... ეს ცოტათი უცნაურიცაა. ჩვენ ირივე ბიჭები ვართ"
სენა ცოტახნით დუმდა, შემდეგ შემომხედა და მითხრა
"იცი საყვარელო შეგიძლია ეგოისტი დამიძახო, მაგრამ ეს მხოლოდ შენ გამო არ არის... 9 წლის წინ ჯონგუკს არსაიდან თავბრუსხვევები და გულისრევა დაეწყო, ექიმთან მივიყვანეთ მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.
ვაკვირდებოდით მის ქცევებს და რატომღაც ტექნიკას გაურბოდა, ფსიქოლოგთან მიყვანის შემდეგ გაირკვა რომ მას კიბერფობია ჭირს.
რათქმაუნდა როგორც ყველა ნორმალური მშობელი ასევე ჩვენც ავნერვიულდით . მისი განებივრება დავიწყეთ. და სწორედ აქ დავუშვით შეცდომა"
სენა ცოტახნით დადუმდა ქვემოთ იყურებოდა. ვამჩნევდი როგორ ევსებოდა თვალები ცრემლებით
"არ არის ცუდი ადამიანი, დამიჯერე. უბრალოდ...უბრალოდ ..."
ვერ შეიკავა თავი და ტირილი დაიწყო, მეც უმალ წამოვდექი და მოვეხვიე.
ESTÁS LEYENDO
50 საიდუმლო
Fanfic"საცოდავი ხარ" -ჯკ "ვიცი იდიოტო!"-ჯმ ჯიმინი თავისი ფობიებით ჯეონ ჯონგუკის წინააღმდეგ -ძალადობა -ეჭვიანობა -და შეიძლება Mpregn