ნაწილი 15

942 115 12
                                    

3 ივლისი

დილის 6 საათი

"სასიამოვნო მშვიდი ხედით მინდა დავტკბე, მაგრამ ქალაქის ცენტრში ეს არ გამოდის. მთელი ღამე ავტომობილების ხმაური მაღიზიანებდა!

წუთითაც ვერ მოვხუჭე თვალები, აღარ მინდა აქ გაჩერება. ჯონგუკთან ერთად მშვიდ წყნარ ადგილას მინდა წასვლა..."

ტელეფონით ვუთხარი თეჰიონგს, რომელსაც ისევე როგორც მე არ უძინია. მაგრამ მას სხვა მიზეზი ჰქონდა...

ჰოსოკი ენატრება და ვეღარ უმკლავდება მარტოობას...

ჩვენ კიდევ დიდხანს ვსაუბრობდით ტელეფონზე, როცა უკან მოვბრუნდი შიშისგან შევხტი.

ჯონგუკი რომელიც მძინარე დავტოვე ოთახში აივნის კართან იდგა და თითქოს გაღიზიანებული, იმედგაცრუებული მიყურებდა...

"რატომ არ მითხარი?!"

მკაცრი მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო, დაბალი ხმით მკითხა მან.

"რას გულისხმობ ჯონგუკ?"

გაკვირვებულმა ვიკითხე, რადგან თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის არაფერი დამიმალავს.

"გეთქვა თუ ვერ იძინებდი, მეც შენთან ერთად გავათენებდი..."

ალბათ ჩემი და თეჰიონგის საუბარი მოისმინა. მაგრამ რატომ მიბრაზდება?

"მე არ მინდოდა შენი გაღვიძება"

ამ სიტყვებზე ის ჩემთან ახლოს მოვიდა, ჩემი სახე მის გიგანტურ ხელებში მოიქცია და მისი დიდი, შავი თვალები მომაბყრო.

"გთხოვ... ჩემს გარდა არავის . გესმიის? არავის გაუზიარო შენი გულისტკივილი, თითოეული კაპრიზი თუნდაც ვემს მიმართ მხოლოდ მე მითხარი"

მისმა სიტყვება გამაოგნა, მივეჩვიე მის სითბოს... მის ალერსს , მაგრამ დღეს მან საბოლოოდ დაუსვა წერტილი...

დაუსვა წერტილი ჩემს მის მიმართ გულგრილობას, მე ვერ შეგიძულებ ჯეონ ჯონგუკ. მე შენ უბრალოდ ძალიან მიყვარხარ

50  საიდუმლო Donde viven las historias. Descúbrelo ahora