ნაწილი 13

1K 119 13
                                    

გადიოდა საათები, დღეები, კვირები... მე კი თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ყოველ დილით ჯონგუკის გვერდით გაღვიძება თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა

4 მაისი

საავადმყოფოდან რეკავენ. დედას მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიწია სახლში დავბრუნებულიყავით

5 მაისი

საავადმყოფოში წასასვლელად მოვემზადე, სანამ სახლიდან გავიდოდი თეჰიონგი შემხვდა დიდხანს ვსაუბრობდით მაგრამ მე ამის ხასითზე არ ვიყავი, დედას ნახვა მინდოდა

9 მაისი

უკვე მეოთხე დღეა სახლში არ დავბრუნებულვარ. დედას არ ვტოვებ , არ მინდა თავი მარტო იგრძნოს...

13 მაისი

დედა კომაში ჩავარდა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს და მითხრეს რომ თუ კი 2 კვირაში არ გამოფხიზლდება გამორთავენ

17 მაისი

ჯონგუკი უკვე 4 დღეა მარტო არ მტოვებს, არც მიყვირის არც მამცირებს ...უბრალოდ ჩემს გვერდით ზის და მამშვიდებს

20 მაისი

ჯონგუკის დაჟინებული თხოვნით ექიმთან მივედი... ცუდი შედეგებია, გემოგლობიმა დაიწია, არასწორი კვების გამო 7 კილო დავიკელი

23 მაისი

კიდევ 4 დღე დარჩა, მაგრამ დედას მდგომარეობა უიმედოა... არ ვიცი შევძლებ თუ არა მასთან განშორებას

27 მაისი

აპარატი გათიშეს... დედას გულისცემას ელოდნენ. რამდენიმე უმნიშვნელო ბიძგი იყო, მაგრამ მისი სხეული საბოლოოდ დანებდა.

თითქოს სამყაროს მოვწყდი და უკუნით სიბნელეში დავიკარგე.

მეშინია! მეშინია სიმარტოვის... მის გარეშე უძლური ვარ, მე ხომ მისი სურნელება, მისი ღიმილი მაძლიერებდა?!

1 ივნისი

ზაფხულის პირველი დღეა. არსებობას ვაგრძელებ, მაგრამ ცხოვრება დიდი ხანია შევწყვიტე

50  საიდუმლო حيث تعيش القصص. اكتشف الآن