ისევ სასტუმროში გავიღვიძე, ჯონგუკი არსად ჩანს... გუშინდელი ამბის შემდეგ არ ვიცი, მეშინოდეს მისი თუ უბრალოდ მივანდო მას მთელი ჩემი ცხოვრება
ვიცი, სულელური იყო ის რაც გავაკეთე. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. მაგრამ მინდოდა გამეგო...
ჯონგუკის რეაქციამ უფრო დამაბნია... მომეხვია მაგრძნობინა რომ სამყაროსთან ბრძოლაში მარტო არ ვარ
"გაიღვიძე საცოდავო?"
მისი ხმა სააბაზანოდან მომესმა, რატომ ვიფიქრე, რომ ის ჩემს გვერდით იქნებიდა დღესაც . როგორი გულუბრყვილო ვარ.
"კი გავიღვიძე"
ვუპასუხე მეც და თან გაბრაზებული ტონით თითქმის უხმოდ ვუწოდე ტიტანი.
"ტიტანი? საკმაოდ კარგი სახელი შეგირჩევია..."
რატომ? რატომ აქვს ასეთი კარგი სმენა?!
"შემოდი"
"რატომ უნდა შემოვიდე?"
"და რატომ გგონია, რომ კითხვების დასმის უფლება გაქვს?!"
ვერ შევეწინააღმდეგე. არა იმიტომ, რომ არ შემეძლო. უბრალოდ მისი ხმის ტონი მაშინებს. მაშინებს მისი გამჭვალი მზერა, მე თვითონ მისი არსებობა მაშინებს.
მაგრამ ამ შიშს მიღმა , სადღაც შორს იმალება გრძნობა, რომელიც მაძლევს ძალას ავიტანო მისი დიქტატორული ქცევები.
ვდგები და სააბაზანოში შევდივარ, მისი თვალები ჩემს სხეულს ვერ წყდება. მხოლოდ მისი ცინიკური გაღიმების შემდეგ გავაანალიზე, რომ მის წინ სრულიად შიშველი ვდგავარ.
მაგრამ...როგორ?!"რატომ გამხადე?!"
შოკირებული ვეკითხები მე. ქვედა ნაწილში არანაირი უხერხული შეგრძნება არ მაქვს. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არაფერი მომხდარა
"შენმა სუნმა გამაღიზიანა"
სუნმა? ამ წამს მან სუნიანი მიწოდა?!ვცადე გამეპროტესტებინა. არგუმენტებიც მზად მქონდა მაგრამ სწორედ მაშინ, როცა პირი გავაღე პირევლი დამწყები სიტყვის სათქმელად, მან ზურგი მაქცია და განაგრძო...
BẠN ĐANG ĐỌC
50 საიდუმლო
Fanfiction"საცოდავი ხარ" -ჯკ "ვიცი იდიოტო!"-ჯმ ჯიმინი თავისი ფობიებით ჯეონ ჯონგუკის წინააღმდეგ -ძალადობა -ეჭვიანობა -და შეიძლება Mpregn