ნაწილი 4

1K 128 5
                                    

"მამა?აქ... აქ რას აკეთებ?!"

"ჯიმინ?! მე კი არა შენ რა ჯანდაბას აკეთებ აქ"

მკაცრი,მბრძანებლური ტონით მეკითხებოდა უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას მაგალითად "როგორ მოხვდი აქ" "დედა როგორაა" და ასე შემდეგ.

და რატომ იყო ეს კითხვები პასუხგაუცემელი? რატომ ვდუმდი მთელი ეს დრო? ადამიანი რომელსაც მამა ვუწოდე ჩემთვის სრულიად უცხოა... მე არასდროს მიგრძვნია მისგან სითბო ალერსი.მთელი ბავშვობა ერთადერთი რაც ჩამესმოდა ყოველდღე იყო დედაჩემის ნათქვამი

"ღმერთო გევედრები ნუ დაემსგავსება ჯიმინი მამამისს"

"ჯანდაბა ამოიღე ხმა!"

ვამჩნევ როგორ კარგავს მოთმინებას და ჩემსკენ მოიწევს

"არ აპირებ დამელაპარაკო?"

ღრიალით მეკითხება თან ხელი ქამრისკებ მიაქვს . მახსოვს ბოლოს დედას სანახავად მოსულმა ბებია ცემა ქამრით მხოლოდ იმიტომ რომ ფული არ მივეცით... უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ ვერ მივეცით,იმ პერიოდში უკიდურესად გვიჭირდა,ხანდახან მშიერებიც კი ვიძინებდით.

ვხედავ როგორ იხსნის ქამარს,შუაზე კეცავს და ხელს მაღლა წევს. ალბათ მალე გახურებულ ტყავს ვიგრძნობ სხეულის რომელიმე ნაწილზე.

მისი ხელი ინერციით მოემართება ჩემი სხეულისკენ და სწორედ გადამწყვეტ მომეტში, როცა თვალებს ლაჩრულად ვხუჭავ და კბილებს ვუჭერ რომ ხმამაღლა არ ვიყვირო მესმის ხმა, განწირული მაგრამ არა მოწყალე. სუსტი მაგრამ არა უძლური. ხმა შეწყდა და წამიერად ვგრძნობ ვიღაცის ცხელ სუნთქვას ჩემს აკანკალებულ კისერზე.

"ბატონო ჯეონ...ეს, ეს რატომ გააკეთეთ?"

თვალებს ვახელ და ვხედავ როგორ უბოდიშებს მამაჩემი ჯონგუკს

"მმე ბოდიში...მაპატ..."

დასრულებას არ აცდის და გაცხოველებული არა ამქვეყნიური ძალით სახეში სილას აწნის

50  საიდუმლო Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang