ნაწილი 11

1.1K 140 32
                                    

დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ ჯონგუკსა და ჩემს შორის არასდროს იქნება მეგობრული ურთიერთობა

იმ დღეს როცა დედამ გაიყვანა, სახლში სიჩუმესა და იდილიას ჯონგუკის განწირული ხმა  არღვევდა

მეშინოდა, ვცადე გამერკვია რა ხდებოდა... მაგრამ ჯობდა ოთახში დავრჩენილიყავი

ჯონგუკის ოთახთან მივედი თუ არა, დავინახე ჰიონის ხელში ქამარი. ის ტიტანი კი უმწეოდ, გაუნძრევლად იწვა ლოგინზე.

სენა გამალებით ტიროდა . მაგრამ ჩუმად იმეორებდა ... იმეორებდა, რომ ჯონგუკმა ეს დაიმსახურა

რატომ? რატომ დამემსხვრა გული ამ სანახაობით?! მან ხომ სწორედ იგივე ტკივილი განიცადა, რაც რამდენიმე დღის წინ მე განვიცადე მისი ქამრით?!

ის ტიროდა. მის თვალებზე ცრემლების დანახვას ვერ ვეგუებოდი, დეიდა როზის მალამო გამოვართვი და  მისი ოთახისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივიწევდი.

თითქოს ამ მალამოზე იყო ჩემი ცხოვრება დამოკიდებული, ყველაფრის მიუხედავად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.

არ ვიცი რატომ მაგრამ ბრაზს ვგრძნობ ბატონი ჰიონის მიმართ. როგორ შეეძლო, მისი საკუთარი ვაჟისთვის ესეთი ტკივილის მიყენება?!

"გაეთრიე საცოდავო სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!"

სწორედ ეს სიტყვები მითხრა ქუქიმ მაშინ როცა მის ოთახში შევედი... მას შემდეგ 1 კვირა გავიდა.

არც გაკვეთილები, არც მისი სასჯელი... არ შემიძლია, ვერ ვეგუები მასთან დაშორებას!

როგორი სუსტი ვარ... მისი ნათქვამი საცოდავოც კი მომენატრა

სად არის? რატომ არ ჩანს?! იმედი მაქვს ყველაფერი რიგზე აქვს.

{{31 იანვარი}}

ქორწილი გადაიდო რადგან ქუქიმ ასე მოისურვა. 2თვე გავიდა იმ ინციდენტის შემდეგ მე კი კვლავ გულმოდგინედ ველოდები

50  საიდუმლო Donde viven las historias. Descúbrelo ahora