ნაწილი 1

1.5K 146 16
                                    



ცხოვრება  სავსეა სირთულეებით, ამ სირთულეებთან გამკლავება საკმაოდ ძნელია,აფენფოსმფობიით (შეხების შიში) დაავადებულისთვის შეუძლებელიც კი. ყოველ დღე ერთი და იმავეს კეთება საკმაოდ მოსაბეზრებელია, მაგრამ რათქმაუნდა დიდებულმა ღმერთმა რომლისთვისაც დედა  ყოველ საღამოს მუხლმოდრეკილი ლოცულობს,შეხების შიშის გარდა  კაინოფობიაც (სიახლის შიში)მაჩუქა. როგორი მადლიერი ვარ ღმერთო ესეთი ძვირად ღირებული, არა შეუფასებელი საჩუქრისთვის... 9 კლასში პირველად შემიყვარდა გოგო, რომელმაც თვალები დახუჭა ჩემს სიღარიბეზე და შემიყვარა ისეთი როგორიც ვარ, მაგრამ გამოიცანით რა მოხდა შემდეგ...კოცნა დააპირა  მე კი სახეში ისე მწარედ გავარტყი მისი მშობლები ჩემი სკოლიდან გარიცხვას ითხოვდნენ. მამამ მიგვატოვა. ოღონდ წასვლამდე კაზინოში გაფლანგა მთელი ჩვენი ქონება და დედა 4 თვის ჩვილი ბავშვით ხელში სახლის გარეშე დატოვა ...ბებიამ შეგვიფარა მაგრამ 4 წლის შემდეგ გარდაიცვალა და  მისი ქონება ბიძაჩემმა მიისაკუთრა, დიდი არაფერი ქონება არ იყო 1 სართულიანი გაურემონტებელი სახლი , პატარა ეზოთი.. როგორც კი ბებია დავასაფლავეთ ბიძიამ დედაჩემს გამოუცხადა ან გადადი ან ქირა გადაიხადეო, სწორედ ასე 14 წელია დედა ქირის ფულს საკუთარ ძმას უხდის... დედა, როგორი ძლიერი  ქალია ყველაფრის მიუხედავად ცდილობს კარგი განათლება მივიღო.ცდილობს კარგი ადამიანი გავიზარდო და არ დავემსგავსო მამას.

"ჯიმინ საყვარელო, სკოლაში გაგვიანდება ჩამოდი"

მისი ტკბილი ხმა, როგორ მამშვიდებს და მაწყნარებს.მაგრამ ამ ბოლო დროს შეუძლოდაა... ექიმთან მივდივარო ამბობს მაგრამ მგონია რომ მატყუებს. ავდექი,სააბაზანოში შევედი,თავი მოვიწესრიგე, ჩემი შავი ჰუდი ჩავიცვი ჯინსის შავი შარვალი და ნაიკის მაღალყელიანი კედები... დედასთან ჩავირბინე

"პატარავ,მოდი საჭმელი ჭამე და სკოლაში წადი"

გამიღიმა და ჰაეროვანი კოცნა მესროლა... ღმერთო კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა იმისთვის რომ დედის ალერსსაც მომაცილე ამ იდეალური ფობიით,როგორ მინდა მოვეხვიო , ერთხელ ვცადე კიდეც მაგრამ შეტევა დამეწყო...

50  საიდუმლო Donde viven las historias. Descúbrelo ahora