ნაწილი 6

1.1K 121 31
                                    

კვლავ ძალაგამოლეული ვიღვიძებ, 1 კვირის შემდეგ პირველად განვიცდი თავბრუს ხვევას. ჯონგუკის ოთახს ვცნობ , აქედან სასწრაფოდ უნდა გავიდე .

ფეხზე ვდგები, მაგრამ უეცრად სხეულის ქვედა ნაწილში ტკივილს ვგრძნობ და ვეცემი. რა ჯანდაბა მოხდა გუშინ მას შემდეგ რაც გავითიშე...

ლოგინზე დავიხედე და შავ თეთრეულზე რაღაც ლაქას ვამჩნევ. სასწრაფოდ ვაძრობ თეთრეულს და თეთრ ლეიბზე წითელ ლაქას ვაწყდები.

"რა ჯანდაბაა?!"

მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი, სანამ გავაანალიზე რომ გუშინ მე გამაუპატიურეს.

თვალებ აცრემლებული ოთახიდან გამოვდივარ. არც კი შემიმჩნევია რომ მხოლოდ გრძელი ზედა მაცვია , საჯდომში ტკივილსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას

"მძულს! მძულს! მძულს! ჩემი სხეული"

ამ სიტყვებით შევდივარ ჩემი ოთახის სააბაზანოში და ცივი წყლის ქვეშ ვეყუდები.

"უნდა მოვიცილო! ჯანდაბა! როგორ შეძელი? როგორ გამიმეტე ჯეონ ჯონგუკ?! "

ცივ წყალს ოდნავ თბილისკენ ვაბრუნებ. ყველაფრის მიუხედავად ძლიერი უნდა ვიყო . დედა! მას მე ვჭირდები! ჯანდაბაშიც წასულა ჯონგუკი. გონია ამით შემაშინებს?

"რა ჯანდაბაზე ფიქრობ ჯიმინ? შეგაშინოს?! შენ მისი სახელის ხსენებაზეც კი გიჩქარდება გული"

საბაზანოდან გამოსული ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ მომხდარს, როცა კარებზე კაკუნი მესმის.

ვფიქრობ გავაღო თუ ყურადღება არ მივაქციო. მაგრამ ეს არც ჩემი სახლია და დეპრესიული თინეიჯერის როლის თამაშიც არაფერს მომიტანს...

კარებთან მივდივარ და ვლოცულობ რომ ჯეონ ჯონგუკის გარდა ყველა იყოს

"ჯიმინ საყვარელო"

კარებს მიღმა დედა სენას მომღიმარი სახე მხვდება. არ ვიცი რატომ მაგრამ მასთან ისე ვგრძნობ თავს როგორც საკუთარ დედასთან.

50  საიდუმლო Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin