ნაწილი 9

1K 130 55
                                    

დილით დისკომფორტის შეგრძნებით ვიღვიძებ. 2 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე. ალბათ იმიტომ, რომ ზურგზე ქამრისგან დატოვებული კვალი უმწეო შეხებაძეც კი მწვავედ რეაგირებდა. მომიწია მაისურის გარეშე დავწოლილიყავი.

ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. რატომ? რატომ ჰქონდა ჯონგუკს ესეთი რეაქცია ? იმიტომ რომ დავალება არ დავწერე? თუ ეს უბრალოდ მიზეზი იყო რათა მისი ეჭვიანობა არ გაემხილა?!

არ მინდა წინასწარ იმ ილუზიების შექმნა თითქოს ჩემზე ეჭვიანიბის გამო განრისხდა ესე. ამით უფრო დავიმცირებ თავს. იქნებ შევამოწმო? თემინი... ჯონგუკი ხომ მას ვერ იტანს. მასთან ერთად სადმე წავალ. თუ კვლავ განრისხდება ჩავთვლი, რომ ეჭვიანობს

რამოდენიმე წუთი ვფიქრობდი. საბოლოოდ გადავწყვითე თემინისთვის  დამერეკა, მაგრამ ტელეფონი არ მაქვს როგორ შევძლებ მასთან დაკავშირებას? დღეს სკოლაში წავალ და იქ შევხვდები .ჯერ 8 საათია. კიდევ 1 საათი მაქვს მოსამზადებლად.

მალევე ვდგები ფეხზე თავს როგორც ყოველთვის ვიწესრიგებ და ოთახს ვალაგებ.

უკვე 9ის ნახევარია. რაც შეიძლება ჩუმად გავდივარ სახლიდან, ისე რომ დეიდა როზისაც არ ვეუბნები არაფერს. იმ ტიტანმა რომ გაიგოს ალბათ გაბრაზდება... მაგრან რა  უფლება აქვს გაბრაზდეს?! მე ხომ მონა არ ვარ! არც მისი "ცოლი" ვარ რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი შევუთანხმო

მალე სკოლის მარშუტი გზის მეორე მხრიდან უხვევს. მეც ბედნიერი მივიწევ მისკენ . აჩერებს მე კი უკან მოუხედავად ავდივარ და ადგილს ჩემი მეგობრის თემინის გვერდით ვიკავებ.

"ჯიმინ??"

ერთხანს გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ აზრზე მოდის და მეხვევა. რათქმაუნდა მან არ იცის ჩემი აწ უკვე წარსულში ჩაბარებული ფობიის შესახებ რომ ჩემთან ფიზიკური კონტაქტი გაიკვირვოს

"როგორ მომენატრე. სად გაქრი?!"

მეც მომიწია ამ კითხვაზე ათასგვარი სისულელის მოფიქრება. რათა ეჭვი არ აეღო ჯონგუკისა და ჩემს ურთიერთობაზე. შემდეგ იმ ინციდენტის თაობაზე მოვუბოდიშე რომელიც ბოლო შეხვედრისას გადაგვხდა თავს.

50  საიდუმლო Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum