ნაწილი 17

906 111 57
                                    

თითქოს ცხოვრება განზრახ აკეთებს ამას ... გვაძლევს ყველაფერს რაც გვსურს... და სწორედ მაშინ, როცა ფიქრობ, რომ სამუდამოდ ბედნიერი იქნები ის დაუნდობლად გკრავს ხელს და კლდიდან გაგორებს

ჯიმინის სხეული ჩემსას ეკვრის და ვიცი, რომ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, უბრალოდ არ ვიცი როგორ მოვიქცე.

ვიცი უსამართლობაა ის საქციელი რასაც მე ვაკეთებ , ვიცი ამით გულს ვატკენ მას, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება დარჩენილი დღეების ჯიმინთან გატარება?!

დიახ, ჩემი პირველი სიყვარული ჯიმინია.. ის არის ადამიანი რომელმაც მაგრძნობინა პირველი სევდა, ტკივილი, იმედგაცრუება , სიყვარული...

ის არის გოგონა ჩემი წარსულიდან, მისი დანახვა მაბედნიერებს მაგრამ როცა ვხვდები, რომ მალე მისი სამუდამოდ დატოვება მომიწევს უბრალოდ გული მიჩქარდება სუნთქვა მეკვრება

ნუთუ ჩემი წასვლის შემდეგ შეიყვარებს სხვას? ნუთუ მისცემს სხვას უფლებას სამუდამოდ დაეუფლოს მის სხეულსა და სულს??

და მაშინ ვინ ვიქნები მე? არარაობა?!
ადამიანი რომელიც როდესღაც რაღაცას წარმოდგენდა მისთვის?

რამდენიმე თვის წინ ექიმმა სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჩემს სამომავლო გეგმებსა და ოცნებებს

როგორი უსამართლო ხარ ღმერთო... მაგრამ რატომ უსამართლო? ალბათ ეს არის ჩემი სასჯელი არასწორი ცხოვრებისა და ჩემი ცუდი ქმედებების გამო

მაგრამ რატომ?! რატომ უნდა დაისაჯოს ამისთვის ჯიმინი?! სახლიდან წავედი, ვიფიქრე თუ დამივიწყებდა გაუადვილდებოდა ჩემთან განშორება მაგრამ...

მაგრამ მე ხომ ჯეონ ჯონგუკი ვარ? ეგოისტი ... 30 დღე დარჩა, მინდა დარჩენილი დრო მის გვერდით გავატარო

21 ივნისი

"ჯიმინშიი"

ვეძახი მე რადგან გავუმხილო კიდევ ერთი საიდუმლო მის შესახებ... გაოცებული ვარ, ნუთუ ისე ძალიან სურდა ამ ყველაფრის დავიწყება, რომ ვერაფერს იხსენებს?!

50  საიდუმლო Where stories live. Discover now