1

2.6K 143 11
                                    

ღმერთო დიდებულო! როგორ დავრწმუნდი რომ ოცნებები მართლაც ხდება. როგორ მახსოვს, 15 წლის რომ ვიყავი და ვტიროდი, რომ აუცილებლად მინდოდა აქ მოხვედრა. ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა. ჰო, მე ახლა თვით სეულის ქუჩებში დავდივარ. გუშინ ჩამოვფრინდი სეულში და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე წლებია აქ ვცხოვრობ. ისე, ნაწილობრივ ასეცაა. 15 წლიდან ამ ქუჩებს მივჩერებივარ ფოტოებში და უკვე შინაურულად ვარ. თუმცა ვაღიარებ, ლაივში მაინც სულ სხვაა. აიშ, რა მაგარია აქ ყოფნა. 

ახლა გაგეცნობით. მე ელი ვარ, 22 წლის საქართველოდან. კეიპოპერი ვარ თუ არა? ოფ ქორს ბიშ*. ავისრულე ნატვრა და ალილუია, ჩამოვაღწიე კორეამდე. შეყვარებული არ მყავს ერთი მარტივი მიზეზის გამო-მეგობრებს დავენიძლავე, ნახეთ კორეიდან ბიჭი თუ არ წამოვიყოლო და თუ არ მოგახალოთ რო ჩემი შეყვარებულია მეთქი. ხოდა, იმედია ვიზამ ამას, ნუ ოღონდ ნიძლავის გამო კი არა, მართლა მინდა ვიპოვო ის, ვინც მთელი არსებით მეყვარება. არ ვიცი აქ რამდენ ხანს დავრჩები. იქნებ მთელი ცხოვრება აქ ვიყო და აქ ვიცხოვრო? რატომაც არა, მშვენიერია და ზუსტადაც რომ ამას ვაპირებ.  უკვე გვიანია, მე კიდევ ვერ მოვწყდი ამ ჭრელ ქუჩებს და ვერ მივდივარ სახლში. აჰჰ, არა... ბოროტი აზრი მაქვს...და იქნებ კლუბში წავიდე? ოჰ, ცხოვრებავ მიყვარხარ, სწორედ ამიტომაც გეზი ყველაზე ახლოს მდებარე კლუბისკენ ავიღე, რომლიდანაც მუსიკის ხმა გამოდიოდა. ვაღიარებ, საქართველოში კლუბში არ დავდიოდი, სულ 2 ჯერ ვიყავი და ეგეც ნახევარ საათში უკან ვბრუნდებოდი, თუმცა ახლა სხვა ცხოვრებას ვიწყებ და გართობაც ხომ საჭიროა არა?! ნახევარ საათში უკვე კლუბის კართან ვიყავი და შევედი კიდეც, თან ყოყმანის გარეშე. იქაურობა ხალხით იყო სავსე, თუმცა როგორ ყოველთვის-ბართან ადგილი ყოველთვისაა. 

-რაც ყველაზე კარგია ის მომეცით-ვითომც არაფერი ისე ვეუბნები ბარმენს, ისიც მაწვდის ჭიქას და ერთ ყლუპზე მთლიანს ვსვამ. სასმელი ადვილდ მეკიდება, თუმცა მერე რა, თავს გავაკონტროლებ. ეჰ, ამ სიტყვების მეც მჯეროდა იქამდე, სანამ მივხვდი, რომ ვიღაც ბიჭი არც თუ ისე სასიამოვნოდ მეცეკვებოდა. და უცებ ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო. ძალა დავკარგე, თვალები დავხუჭე და მეტი აღარაფერი მახსოვს.

Where?-J•JKWhere stories live. Discover now