11

1K 94 8
                                    

უკვე 7 თვე გავიდა იცით? შვიდი თვე და უკვე ვეღარ ვითმენთ მე და გუკი ისე გვინდა ჩვენი პატარა ხელში დავიჭიროთ. უკვე წარმომიდგენია: ჩვენი შვილი შეიძლება დიდთვალება იყოს, ანუ ევროპული ჭრილის თვალი ჰქონდეს, ან კიდევ შეიძლება პატარა და საყვარელი, წვრილი თვალები ჰქონდეს და ასეთივე კონუსა ცხვირი. უი, გოგოს ველოდებით, პატარა პრინცესა. გუკი ამბობს ისეთი საყვარელი და ლამაზი იქნება, როგორიც შენ ხარო. ალბათ მიხვდით უკვე, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს მე და გუკს. ზუსტად ისეთი, როგორიც წყვილს შეეფერება, უფრო სწორედ უკვე ცოლ-ქმარს. ბავშვისთვის ულამაზესი ვარდისფერი ოთახი გავამზადეთ და თან ყველა ნივთიც შევიტანეთ. კარგი ოჯახი ვართ ხო? მართლა, მიხარია უკვე ყველაფერი რომ დალაგდა. 

თბილად, მის მკლავებში მეძინა, როცა გუკის ტელეფონმა დარეკა და ორივემ გიჟებივით, შეშლილებმა გავახილეთ თვალი. 

-რა ხდება?

-მირეკავენ, დაიძინე.

-ადგომის დროა, უპასუხე.  მე ავდები.

ამ ორსულობის გადამკიდე ყველაფერი მეზარება. ძლივს, ზანტად ავდექი და ქვემოთ ჩავედი. გუკს როგორც ჩანს სამსახურიდან ურეკავდნენ და ისიც ცოტა გვიან ჩამოვიდა. მაშინ, როცა მე უკვე საუზმისთვის ომლეტს ვაკეთებდი.

-გემრიელი სუნია, რას ამზადებ?

-ვინ იყო?

-კითხვაზე კითხვით რატომ მპასუხობ ქალბატონო?-მოვიდა და საჩვენებელი თითით ცხვირზე საყვარლად და ნაზად მომეფერა.

-უბრალოდ მაინტერესებს. ეს კიდევ ომლეტია.

-კომპანიიდან იყვნენ, ინტერვიუ გვაქვს და უნდა წავიდე მალე.

-ჭამე და ისე.

-ჰო, რა თქმა უნდა. აბა, შენთან ერთად თუ არ ვჭამე ისე როგორ წავალ.

მალე საუზმეც მზად იყო. მაგიდასთან დავჯექით და ჭამა დავიწყეთ.

-ამ ბოლო დროს ბევრს ვჭამ, მაგრამ ბავშვის გამოა ხო იცი.

-მერე, ვინმე რამეს გეუბნება გაბერილო?-სიცილით მითხრა.

-უბრალოდ გაფრთხილებ.

-რაზე?

-რაზე და თუ ძალიან გავსუქდი და შენი პაპარაცების კამერაში კარგად არ გამოვედი იცოდე არ გადაგიყვარდე მაგის გამო.

-მაინც ბუთხუზა და სულელიც ხარ. ასე გგონია?

-გაგაფრთხილე-ტუჩ გადმოგდებულმა ვუთხარი.

-პაპარაცების კი არა, გაზეთებშიც რომ მსუქანი ჩანდე მაინც არ გადამიყვარდები.

-კარგი-ნაზად და ნასიამოვნებმა გავუღიმე და ჭამა გავაგრძელე.

საუზმის შემდეგ წავიდა გუკი და მე მარტო დავრჩი. სახლში ვიყავი ცოტა ხანს და მერე რომ მომბეზრდა გავედი ქალაქში. უი, ხო. გუკმა მძღოლი დამინიშნა. ასე თქვა: არ მინდა, ვინმე გამწარებულმა ფანმა რამე დაგიშავოსო. მეც ასე, მძღოლს ჩავუჯექი მანქანაში და წავედი საშოპინგოდ. იქ ჩემი ერთი მეგობარიც დამხვდა. ასე, რამდენიმე საათი დავდიოდით მაღაზიებში. ბოლოს ისევ მძღოლს დავურეკე და სახლში წამომიყვანა. სახლში მოსულს გუკი შინ არ დამხვდა, არადა უკვე საღამო იყო. 

რამდენიმე საათიც კი გავიდა და ის კვლავ არ ჩანდა. დავურეკე ბოლოს:

-გუკ, სად ხარ?

-მალე მოვალ პატარავ. ჯერ კომპანიაში ვარ, რამე მოხდა?

-არა, უბრალოდ რადენიმე საათია გელოდები და მოვიწყინე მარტო.

-ვეცდები მალე მოვიდე. გაკოცე.

-მეც გუკ, მიყვარხარ.

რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმა იყო და უცებ გავედი, მეგონა გუკი მოვიდა. სიხარულით გავაღე კარი და:

-შენ?


მოგენატრეთ? მოვედიიი ^^ 


Where?-J•JKWhere stories live. Discover now