9

1.1K 89 6
                                    

არ ვიცი რატომ, თუმცა მეც არ შევწინააღმდეგებივარ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელზე ძალიან ვიყავი გულდაწყვეტილი. იმ ღამეს ერთად გვეძინა, ჩახუტებულებს. დილით კი ტელეფონის ხმამ გაგვაღვიძა. გუკმა ისეთი სახით გაიღვიძა ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე, ალბათ არ ახსოვს რა ქნა გუშინ და არც კოცნა არ ახსოვს მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. თვალი გაახილა თუ არა გვერდით მე გადმომხედა და თავი მის მხარზე მედო, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი და გვერდზე გადავწიე, ისე, რომ ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ბოლოს, როგორც იქნა უპასუხა ტელეფონს. 

-გისმენ ჯინ-როგორც ჩანს ჯინი ურეკავს, ალბათ ახლა უნდა გალანძღოს გუშინდელის გამო-ჯინ, ახლა მაგაზე არ მინდა ლაპარაკი, სხვა საქმე თუ არ გაქვს გავთიშავ ტელეფონს-სახეზე და საუბრის ტონზე ეტყობოდა, რომ უსაყვედურა, თანაც ძალიან. მერე ისევ საუბარი გააგრძელეს და ბოლოს როგორც იქნა გათიშა გუკმა. არაფრის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მაინც დავინტერესდი.

-რაო?

-მივდივართ.

-სად?

-თაფლობის თვე უნდა გვქონდეს ძვირფასო წესით და რადგანაც ბიჭებმა არ იციან ჩვენი ქორწინების ნამდვილ მიზეზზე საჩუქარი გაგვიკეთეს. 

-რა? არ გვინდა,აქაც მშვენივრად ვართ.

-ნუ სულელობ, სხვა გზა არაა-ძველი ჯონგუკი ფორმაშია, ამას გაორება სჭირს თუ რა ხდება?

-შეგვიძლია რამე მოვიმიზეზოთ-მე კიდევ არაფრის დიდებით არ მინდა წასვლა.

-ახალ დაქორწონებულები ვართ ელი, ამას ვერ აანალიზებ?

-არ გგონია რომ ეს მეტისმეტია უკვე?

-რა არის მეტისმეტი, წასვლა ისე, როგორც ამას ყველა წყვილი აკეთებს?

-ჰო, მეტისმეტია-ტონს ავუწიე.-ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი წყვილი.

-არ ვართ ჰო? მაშინ მიდი, გადი და პრესის წინ იყვირე ჩვენი დაქორწინების მიზეზი, ასე კარგი იქნება?

Where?-J•JKМесто, где живут истории. Откройте их для себя