უკაცრავად და ახლა მომესმა თუ რაც გავიგე მართალია? არმიმ რომ გაიგოს ჩემზე უეჭველი ვიცი, რომ მკვდარი ვარ. ვაიმე, შარში ვარ, შარში.
-უკაცრავად, ახლა სერიოზულად იძახით ამას? არც კი ვიცნობ, უბრალო გოგოა და შეყვარებული?
-კი ჯონგუკ, სხვა გზა არაა, გესმის?! მე მივდივარ და შენც მალე მოდი, გელოდები. ამ გოგოს უთხარი არ გავიდეს სახლიდან.-უკაცრავად და რატომ ეუბნება ამას ჯონგუკს, როცა მეც გვერდით ვუდგავარ და შეუძლია პირდაპირ მე მითხრას?
მოკლედ, ეს თქვა იმ ბატონმა და წავიდა, მე კი ჯონგუკი დაჟინებული და გამწარებული მზერით მიყურებდა, რომელიც არც მიკვირს.
-ეცადე მალე მოაგვარო და წავალ. წლებია გსტანავთ და მოკლედ, არ მინდა ჩემ გამო ცუდი სიტუაცია შეგექმნას შენ ან რომელიმე წევრს.
-წახვალ? ვა მადლობა. არც მე ვაპირებ აქ დაგიტოვო. უბრალოდ, ბარგის წამოსაღებად დღეს გავგზავნი ხალხს და შენს ჩემოდნებს წამოიღებენ აქ.
-არაა საჭირო, მეც შემიძლია წავიდე.
-წახვიდე ხო? წახვალ და შარში აღმოჩნდები, რაღაცას ან არმი დაგმართებს, რომელიც შენზე შურით სავსე იქნება, ან კიდევ პრესა დაგტანჯავს. მოკლედ, ახლა ყველას ჰგონია რომ შეყვარებული მყავს და რაღაც ეგეთი და თუ არ გინდა, რომ შენი სახე ყველამ დაინახოს, სჯობს აქ იყო მთელი დღეები.
-მე ამისთვის არ ვარ აქ ჩამოსული, რომ ვიღაცის სახლს ვუყარაულო.
-არც მე ამიწყია კარიერა იმისთვის, რომ ვირაც უბრალო ფანმა დამინგრიოს.
-უბრალო ფანმა? მეგონა მართლა ისეთ პატივს სცემდით ფანებს, როგორც ამას კონცერტებზე ამბობდით და ინტერვიუებზე-ამ სიტყვებმა გული ძალიან დამწყვიტა, ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით იმ ოთახისკენ ავედი, სადაც დილით გავიღვიძე. ახლა მისი სახლის დანახვა საერთოდ არ მინდოდა. ამაზე მეტად ახლა ტირილი მინდოდა, მაგრამ მუდამ ვცდილობ ემოციები შევიკავო და არავის ვანახო ჩემი სისუსტე ცრემლების სახით.
YOU ARE READING
Where?-J•JK
Romance-ჯანდაბა! როგორ დავთვერი ისე, რომ თავი, ვიღაც უცხოს სახლში ამოვყე?