7

1.1K 101 8
                                    

თვალი ძლივს გავახილე, ძალიან მეძინებოდა. ცოტათი რომ გავახილე თვალი ვიღაც დავინახე ჩემ წინ და შემხტარი წამოვხტი.

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? შემეშინდა!

-უკვე თხუთმეტი წუთია თავზე გადგავარ იცი?!

-მერე შეგიძლია გახვიდე!-დილიდანვე სასტიკი ჩხუბი.

-დღეს რა დღეა თუ იცი? ქორწილია.

-ნეტავ ჩემი გასვენების დღე იყო, მირჩევნია!-ამ სიტყვებზე თვალები სხვაგან გავატრიალე და კარის ხმაც გავიგე, რაც იმაზე მიმანიშნებდა, რომ ჯონგუკი გავიდა, თანაც ჩემი სიტყვების გამო აშკარად გაბრაზებული.

ქვემოთ ჩავედი თუ არა მისი ხმა კვლავ გავიგე.

-სტილისტები, დიზაინერი და ყველა მოვა. მალე მოვა ყველა.

-დიზაინერი რაღა საჭიროა?

-კაბისთვის.

-კაბა უკვე ხომ მაქვს.

-გაქვს და ის უკეთესად მოგარგებს.

-არ მესმის ეს ზედმეტობები-ჩავიბუტბუტე და თვალები გადავატრიალე.

-რამე თქვი?

-არა, რა უნდა მეთქვა.-ვთქვი და ტელევიზორი ჩავრთე. ამ სახლში არაფრის კეთებას დაგაცდით ეს ადამიანი.

-ახლა ამისი დროა?!-გული გამიხეთქა ისეთი ტონით მითხრა.

-ჯანდაბაა! შემეშინდა. 

-უკვე სულელობ. გათიშე ეგ დაწყევლილი ტელევიზორი. წუთი-წუთზე მოვა ყველა და უნდა გაემზადო.

-შენს თავს მიხედე, არ გიფიქრია ამაზე?!

-ზედმეტებს ლაპარაკობ!-ვითომც არაფერი ისე ავიდა ზემოთ. ხო, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მაჩერებს. თითქოს თვითონ ძალიან დიდი ვინმე მყავდეს. ნეტავი ხალხმა გაიგოს რა ნაგავიც ხარ ჯონ ჯონგუკ. 

მართლაც, 2 წუთში ყველა მოვიდა ვინც გამზადებაში დამეხმარებოდა. ოთახში ავედით და ზოგმა მაკიაჟის გაკეთება დამიწყო, ზოგმა კი თმის. როგორც იქნა, რამდენიმე საათში ეს ყველაფერი დაასრულეს და ახლა კაბაც ჩავიცვი. სარკეში ვიხედებოდი და ვფიქრობდი, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ კაბას სევდისგან ცრემლიანი თვალებით ჩავიცვამდი. ყველა გავიდა და ოთახში მარტო დავრჩი. მარტო ვუყურებდი ჩემს თავს, რომელიც საერთოდ არ იღიმოდა და ეს არც უნდოდა. მალე კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და რამდენიმე წამში ვიღაცამ შემოყო თავი.

Where?-J•JKWhere stories live. Discover now