ეს სიტყვები რომ გაიგო ერთ წამს ვეღარაფერი თქვა, მერე უცებ ხელი გამიშვა და ნელ-ნელა ჩამოსწია. ღრმად სუნთქვა დავიწყე და ხმას არ ვიღებდი. სიჩუმე გუკმა დაარღვია.
-რა თქვი, აზრზე ხარ საერთოდ?
-ვიცი რასაც ვამბობ. ტესტი ვიყიდე მეთქვი, ვერ გაიგე?
-ვისგან ხარ ორსულად?-ამ კითხვაზე თვალები გამიფართოვდა და უცებ მთელი ძალით გავაწანი სილა.
-ნაგავი ხარ ჯონგუკ. სახლში ვარ ჩაკეტილი 2 კვირაზე მეტია და ამას მეკითხები?-მერე ისევ კედელს მივეყუდე და ძალაწარმთეული ჩავიკეცე. ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ ცრემლები თავისით მდიოდა და ყელზე ტკივილი სულს მიხუთავდა.
-მე მივდივარ-გავიგე უემოციო გუკის ხმა, რომელსაც პასუხი არც კი გავეცი.
ვიფიქრე, რომ ძალა უნდა მოვიკრიბო. შევძლებ და აუცილებლად გავზრდი ამ შვილ კარგ პირობებში. არ მინდა მისნაირ მამასთან იზრდებოდეს. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად დასვენება მინდა. ძლივს ავდექი და თავბრუსხვევით ავედი ოთახში. ყელზე ცივი ტამპონები დავიდე ტკივილის ცოტათი მაინც შესამცირებლად. მართლა ურჩხულია ის ადამიანი.
**********************
ისე, ნეტავ როგორი იქნება ჩემი შვილი. მაგრამ, ჯერ ოჯახს ამაზე როგორ უნდა ვუთხრა? საერთოდ როდის ვეტყვი და რა პირობებში? საიდან დავუწყო ლაპარაკი? უცებ ხმა გავიგე ნაბიჯების და რამდენიმე წამში კარიც გაიღო.
-რას აკეთებ?
- მგონი ვწევარ.
-ტელეფონში რას აკეთებ?
-რა სისულელეებს მეკითხები, ანგარიში უნდა გაბარო?
-ზუსტად.
-უკაცრავად?
-მაჩვენე შენი ტელეფონი.
-რა?!
-ტელეფონი მეთქი-სანამ უარის ვუთხარი უცებ მოვიდა და ტელეფონი გამომგლიჯა. რომ დაინახა, უბრალოდ პატარების ტანსაცმლებს ვათვალიერებდი ხმა არ გაუღია და იქვე დააგდო ტელეფონი.
KAMU SEDANG MEMBACA
Where?-J•JK
Romansa-ჯანდაბა! როგორ დავთვერი ისე, რომ თავი, ვიღაც უცხოს სახლში ამოვყე?