თვალებს ვახელ და პირველი, რასაც ვხედავ თეთრი შუქია. როგორც ჩანს გონება დავკარგე, მაგრამ გუკი?
-გუკ, ჯონგუკ-ჩუმად ვიძახდი და თან ცრემლები მომდიოდა, სანამ მისი სახეც არ დავინახე ზევიდან.
-აქ ვარ, ცუდად ხარ? ექიმი შემოვა ახლავე.
-ბავშვი, ჩემი შვილი როგორაა?
-ნუ გეშინია, ორივე კარგად ხართ. უბრალოდ გადაღლის ბრალიაო.
-ჰოო-მოვეშვი და თავი ისევ ბალიშზე დავდე.
-რატომ არ მითხარი ცუდად რომ იყავი?
-ვერ მოვასწარი, უცებ დავეცი.
-წამლები გამოგიწერეს, ვიყიდოთ და დალევ.
-კარგი. დღეს წავალთ ხო?
-ექიმმა გაგსინჯოს და ისე.
მალე ექიმიც მოვიდა, გამსინჯა და როგორც ჩანს სერიოზული არაფერია, ასე რომ ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და გუკთან ერთად სახლში წავედი.
-ახლა, ერთად ვიცხოვრებთ. მეშინია ისევ არ გახდე ცუდად, როცა მე არ ვიქნები.
-არ გავ-სიტყვა ვერ დავამთავრე ისე შემომხედა-კარგი, ვიცხოვროთ-ვუთხარი და მანქანის ფანჯრიდან თავი გავყე. მინდოდა ცოტა ღრმად მესუნთქა. მალე გადავიდა მანქანიდან და წამლები მიყიდა, მერე კი ისევ გზა გავაგრძელეთ.
სახლში მისვლისთანავე დივანზე დავჯექი, დასვენება მინდოდა.
-ცუდად ხარ?-იმწამსვე მომვარდა გუკი, რაღაც ძალიან ნერვიულობდა.
-არა, ვისვენებ უბრალოდ.
-მოდი, ვჭამოთ.
-საჭმელი არაფერია. სანამ არ გავაკეთებთ არ იქნება.
-მოდი, წეღან მოვიტანე მზა საჭმელი, რომ გეჭამა როცა მოხვიდოდი.
-სერიოზულად?!........მადლობა-არ ველოდი ასეთ კარგ რამეს თუ გააკეთებდა. ისეთი შეგრძნება მაქვს სულ სხვა ადამიანთან ვცხოვრობ.
ვახშამი მივირთვით და დასაძინებლად წასვლა გადავწყვიტეთ. პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ აქ მხოლოდ ერთი საძინებელი იყო. სხვა გზა არ გვქონდა და ორივენი იქ შევედით. პიჟამა ჩავიცვი და რაც შემეძლო გუკის საწოლისგან მოშორებით დავწექი. მალე ისიც დაწვა და შუქი ჩააქრო. მთვარის სინათლე მაინც საკამოდ ანათებდა ოთახს. მე კიდე თვალებდაჭყეტილი ვიწექი, არ მეძინებოდა. უცებ გუკის ხმა გავიგე:
-შეიძლება მოვეფერო?-მისკენ გადავწიე თავი და ჯერ მე, შემდეგ კი მუცელს მიაპყრო მზერა. უცებ დავიბენი:
-.....ჰო, ჰო შეგიძლია-ახლა მოვედი აზრზე, რომ ბავშვზე იყო ლაპარაკი. ეს აქამდე არასოდეს უქნია და ცოტა გამიკვირდა კიდეც. ჩემკენ მოიწია და თბილი ხელი ნაზად შეახო ჩემს მუცელს. მისი შეხება ისეთი სასიამოვნო იყო. თანაც ისეთი სიამოვნებით აკეთებდა ამას, რომ მახარებდა მისი ასეთი საქციელი. ბედნიერებისგან ინსტიქტურად მეღიმებოდა და თავს ვერ ვიკავებდი, რომ მისი ბედნიერი და ნასიამოვნები სახისთვის არ მეყურებინა.
-ახლა დაიძინა, გვიანია.-მისმა ხმამ აზრზე მომიყვანა, როცა მომშორდა.
-...ჰო, გვიანია-თვალები დავხუჭე და მაინც ვგრძნობდი, რომ გუკის მზერა ჩემკენ იყო მიმართული. თავი ვერ გავაკონტროლე და ინტერესის გამო მაინც გავახილე თვალი. მართალი ვიყავი, ის მე მიყურებდა. უცებ ჩემკენ წამოვიდა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. აზრზე ვერ მოვედი ეს ისე მოხდა, მაგრამ მისი ჩახუტების შემდეგ მეც მოვხვდიო წელზე თბილად ხელები და ასე, ყველანაირი სიტყვის გარეშე დავიძინეთ.
მგონი მიყვარდება?!
მოგწონთ? რამე ხომ არ გინდათ, რომ შევცვალო?
VOUS LISEZ
Where?-J•JK
Roman d'amour-ჯანდაბა! როგორ დავთვერი ისე, რომ თავი, ვიღაც უცხოს სახლში ამოვყე?