მისი ხმის გაგონებაზე გავჩერდი:
-იძინებ?
-ჰო, დავიღალე.
-არ ხარ ბედნიერი?
-შენი აზრით?-მობეზრებული ხმით ვუთხარი. მის პასუხს არც კი დაველოდე და ზემოთ ავედი.
მინდა ჩემს თავს გამოვუტყდე. შეიძლება სისულელეა, მაგრამ რაღაცას ვგრძნობ მის მიმართ. ეს არაა სიყვარული, ვიცი. ეს უბრალოდ იმისი ბრალია, რომ აქ ჩამოსვლამდე ჯონგუკი ყველაზე მეტად მიყვარდა. ვინმეს რომ ეკითხა შენი თავი უფრო გიყვარს თუ გუკიო მას ავირჩევდი. სასაცილოა ალბათ, მაგრამ ახლა რომ მკითხონ მგონი ახლაც იგივეს ვუპასუხებ. შეიძლება ახლა უფრო მეტად ვალდებულებას ვგრძნობ, რომ ჩემი მომავალი შვილის მამაა და იმიტომაც ვფიქრობ ასე. მაგრამ ის ვიცი, რომ არის რაღაც, რისი ახსნაც საკუთარი თავისთვისაც კი არ შემიძლია.
კაბა გავიხადე, საწოლის მეორე მხარეს ნაზად მივაფინე, პიჟამა ჩავიცვი და დავწექი. იმ წამსვე არ დაძინებია. ბევრ რამეზე ვფიქრობდი, იმაზე, რომ შეიძლება დღეს მე, გუკი და ბავშვი დავხოცილიყავით. სანამ დამეძინებოდა კარზე კაკუნი გავიგე:
-გძინავს?-ჩურჩულით მკითხა გუკმა. თვალები გავახილე და წამოვჯექი საწოლზე.
-არა, რამე მოხდა?-სიმართლე რომ ვთქვა, გამიკვირდა რომ დააკაკუნა და ისევე არ შემომივარდა ოთახში.
-შეიძლება შემოვიდე?
-რა იყო, ვკვდები და არ ვიცი?-სიცილით ვუთხარი. მგონი რაც მასთან ვარ საუბრისას პირველად გამეცინა ასე გულიანად.
-ამას რატომ ამბობ?
-ასე კულტურულად პირველად იქცევი.
-უბრალოდ ალბათ დაიღალე და....
-და რა?
-ბოდიში მინდა მოგიხადო.
-რისთვის?
-დღევანდელი დღით ალბათ ყველა მიზანი ჩაგეფუშა რასაც მომავალში აპირებდი. და კიდევ გზაში ასე რომ შეგაშინე. ბოდიში.
YOU ARE READING
Where?-J•JK
Romance-ჯანდაბა! როგორ დავთვერი ისე, რომ თავი, ვიღაც უცხოს სახლში ამოვყე?