3

1.2K 108 4
                                    

-ჰეი, რა ჯანდაბას აკეთებ ჯონგუკ, მომაშორე ხელები!

-შეყვარებული არ ხარ ჩემი? ჰოდა...-სიტყვის დასრულება არ ვაცადე, თავის არიდება ვცადე თუმცა ის ჩემზე ძლიერი იყო.

-გაეთრიე მეთქი შე ფსიქოპატო-დავუყვირე მთელი ხმით და გავწიე გვერდზე მას შემდეგ რაც მაკოცა, სხვა რამის გაკეთებასაც აპირებდა და ეს უკვე ზედმეტი იყო. სწრაფად ოთახში ავვარდი და კარი ჩავკეტე შიგნიდან. ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე ამას თუ გააკეთებდა. მასთან როგორ უნდა ვიცხოვრო საერთოდ. საწოლზე მძიმედ დავეხეთქე და ვეღარ ვსუნთქავდი, გული ამოვარდნას მქონდა და მომხდარის გამო ძალიან მცხელოდა. მალე მისი ნაბიჯების ხმაც გავიგე კიბეებზე, რამაც უფრო მეტად შემაშინა. ეს ხმა ჩემს ოთახს უფრო და უფრო უახლოვდებოდა. მალე ოთახის კარზე კარზე ბრაზუნიც ატეხა გუკმა.

-გამიღე ელი, უნდა გამიღო-ახლა მართლა ძალიან შემეშინდა და იმ წამსვე ტელეფონი ამოვიღე.

-მისმინე ჯონგუკ, ან აქედან წახვალ ან კიდევ თუ ეცდები შემოსვლას ოთახში, იცდე ტელეფონი მაქვს და პოლიციაში დავრეკავ გაიგე?! 

-მეცინება-ამაზრზენი ხმით იძახდა ხმამაღლა.

-არ მადარდებს აიდოლი ხარ თუ ვინ ჯანდაბა გესმის?! არ გეგონოს შენ არ დაგიჭერენ ციხეში. ის კი იცოდე, რომ მე ხელიც არ ამიკანკალდება ისე დავრეკავ, ნომერი აკრეფილი მაქვს, მხოლოდ ერთი ძალის გამოყენება და იცოდე, რომ 2წუთში პოლიცია დაგიჭერს.

-პასუხს აგებ-ესღა თქვა და როგორც ჩანს ოთახში შევიდა. იმის მერე მისი ხმაც კი არ გამიგია. ღამის 5 ზე დავწექი, თუმცა რა დამაძინებდა. ისეთი შეშინებული ვიყავი რომ ეჭვი არ მეპარებოდა ამას ისევ ეცდებოდა, ამიტომ არ დამიძინია. თვალებდაჭყეტილი ვიწექი საწოლზე და იმაზე ვფიქრობდი, რომ ასეთი ცხოვრება არ მინატრია სეულში. ამ ფიქრებში როგორც ჩანს მაინც ჩამეძინა, დილით კი მზის სხივებმა გამაღვიძა. შეშინებულმა გავახილე თვალები და შედარებით დავმშვიდდი, როცა ვნახე, რომ ოთახში და რაც მთავარია საწოლში მარტო ვიწექი. იმ წამსვე საათს დავხედე და 10 იყო, ვიფიქრე გუკის წასული იქნებოდა და უკვე თამამად ჩავედი ქვევით, თუმცა ეს არ უნდა გამეკეთებინა. როცა სამზარეულოში უნდა შევსულიყავი იქიდან გუკი გამოვიდა და უცებ ყელზე მომიჭირა ხელი და კედელს მიმაჯახა. 

Where?-J•JKWhere stories live. Discover now