-ნუთუ ჩემი საერთოდ არ შეგიძლია რომ გაიგო? არ ვარ ამისთვის მზად. მითუმეტეს, რომ 2 დღეში.
-სხვა გზა არ გვაქვს. დამიჯერე, მეც არ ვაპირებდი ჩემი ცხოვრების ასე გაგრძელებას.
-კარგი, მაშინ ახლა უკვე გთხოვ: ჩუმად წავალ სადმე, უბრალოდ ისევ კორეაში, რადგან 3 თვე ვერ გავალ კორეიდან, საბუთები ასე გავაკეთე. ასე რომ სადმე წავალ. ბავშვს ჩემს ქვეყანაში გავაჩენ და მერე თუ მოგინდება ჩამოდი ხოლმე. ახლა არ მინდა ქორწინება, მართლა არ ვარ ამისთვის მზად.
-ლაპარაკს აზრი არ აქვს. ზეგ ქორწილი გვაქვს. ვეცდები ბევრი არავინ იყოს, ამიტომ მხოლოდ ჩვენი ოჯახები და ჩემი 6 ბიჭი.
-ოჯახები?!
-ხო, არ უნდა უთხრა?
-კარგი. დავურეკავ მერე, მაგრამ ჩემებს ბიზნესი აქვთ და სულ სხვა ქვეყანაში არიან, მეეჭვება ჩამოვიდნენ-უკვე ხმა ამიკანკალდა.
-მაშინ უბრალოდ დაურეკე და იცოდნენ.
-კარგი-ამის მერე აღარ გვილაპარაკია და გავიდა ოთახიდან. მალე სახლის კარების ხმაც გავიგე და მივხვდი რომ სულ წავიდა, ალბათ ბიგ ჰითში. მალე ავდექი საწოლიდან, ოთახს ცოტა მივხედე და ქვემოთ ჩევედი. გუკის სიტყვები გამახსენდა, რომ უნდა მეჭამა ბავშვის გამო და სულ ძალით პასტა შევჭამე. მალე ოთახშიც ავედი, ძალ-ღონე მოვიკრიბე, ფსიქოლოგიურადაც მოვემზადე და დედას თვალით დავურეკე.
-დე, როგორ ხარ?
-ელიი, ძალიან კარგად, შენ?
-მეც დე. დე, მინდა დაგელაპარაკო.
-რაზე, მშვიდობაა?
-კი. ვიცი, ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა მაგრამ, ვთხოვდები. ზეგ ქორწილი მაქვს. ვიცი, ვერ ჩამოხვალ,, მაგრამ მინდა გითხრა მაინც-ემოციებს ძლივს ვიკავებდი, რომ ერთი კარგად არ მეტირა.
-ხო, უცებ მოხდა, მაგრამ მთავარია ბედნიერი იყო. ამას მე და მამაშენი ვერ დაგიშლით.
YOU ARE READING
Where?-J•JK
Romance-ჯანდაბა! როგორ დავთვერი ისე, რომ თავი, ვიღაც უცხოს სახლში ამოვყე?