12 (FINAL)

1.3K 109 20
                                    

-ალექს რა გინდა? წადი, გუკი მალე მოვა და იცოდე პრობლემები შეგექმნება.

-არ მადარდებს, შემომიშვი.

-ასე გგონია? გგონია მართლა შემოგიშვებ? არ შეგიძლია უბრალოდ რომ მომეშვა?!

-არა ელი, არა მეთქი!-დაიღრიალა და კარის უცებ დაკეტვა ვცადე, როცა მთელი ძალით მეწინააღმდეგებოდა და ვერ მოვასწარი.

flashback 3 წლის წინ

ალექსი უბრალოდ ჩემი მეგობარი იყო თავიდან. ერთად ვსწავლობდით. მასთან ყოველთვის მეგობრული ვიყავი, მერე კიდევ მითხრა მიყვარხარო. ათასჯერ ვუთხარი, რომ არ მაინტერესებს და მას სხვა თვალით ვერასოდეს შევხედავდი. ამის გამო ვიჩხუბეთ კიდეც და ბოლოს ასე მითხრა, არ გეგონოს რომ გათხოვდები თავი დაგანებო, მაინც მოვალ და ცხოვრებას აგირევო. ახლა მოვიდა ეს დღე და იმედია ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც მას უნდა.

flashback დასასრული

უკან-უკან დავიწყე სიარული.

-წადი ალექს და თუ არ გინდა არც გუკს არაფერს ვეტყვი, უბრალოდ წადი.

-ასე მარტივად არა. ბედნიერი ხარ?

-მე და გუკს მალე პატარაც გვეყოლება. წადი, გთხოვ-ხმაში უკვე ცრემლი შემერია.

-არ მადარდებს-უხეშად თქვა და ჩემკენ წამოსვლა გააგრძელა. ისე ახლოს იყო, რომ უკვე კოცნას აპირებდა, მე კი თავს ვერ ვითავისუფლებდი. ვწიოდი, როცა უცებ კარის ხმა გაისმა და გუკი დავინახე.

-ელი? მოშორდი ჩემს ცოლს შე ნაბიჭვარო-დაიღრიალა გაოცებულმა და ჩვენკენ მუშტშეკრული გამოიქცა. ალექსს ხმა არ ამოუღია, უბრალოდ სარკაზმულად გაიცინა და იმ წამსვე მუშტის დარტყმის გამო იატაკზე დაეცა. გუკი ზევიდან დააჯდა და რაც ძალა ჰქონდა მუშტებს უტყამდა. მივხვდი, ახლა ტირილის და პანიკის დრო არ იყო და მისი შეჩერება ვცადე.

-გუკ, გაჩერდი გუკ. ასე მოკლავ. ყველაფერი რიგზეა.....გუუკ!!!-მისი სახელის დაძახება ძალიან ხმამაღლა დამჭირდა, რადგან მუცელი ამტკივდა, თანაც ძალიან. ნუთუ ბავშვი იბადება, ასე მალე?

Where?-J•JKWhere stories live. Discover now