სახეზე საშიში ღიმილი დაჰკრავდა და ნელ-ნელა ჩემკენ მოდიოდა. მეგონა რამე საშინელებას იზავდა. მაგასთან შედარებით დიდი არაფერი უქნია. ხეი მომკიდა და მითხრა:
-ხმა არ ამოიღო იცოდე, თორემ შენთვისვეა ცუდი.-მეც ჩემდა გასაკვირვად იგივეს ვაკეთებდი. იმდენი ქნა, რომ სასტუმროდან ჩამომიყვანა.
-რა გინდა საშინელო ადამიანო?
-სახლში მივდივართ.
-არ მინდა იმ თამაშის გაგრძელება, დამტოვე სადაც ვარ.
-სახლში მივდივართ მეთქი-მთელი სიმკაცრით მითხრა და მანქანაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამტენა და კარიც ჩაკეტა.
-რაც ქენი არ გეყო?!
-არა, არა, არა.
-საშინელი ადამიანი ხარ, გესმის? საშინელი.
-მაგასაც ვნახავთ....ან შეიძლებაც ჰო-ვერ მივხვდი რას იძახდა და გაზსაც უფრო მოუმატა.
სახლში რომ მივედით იმ წამსვე ზევით ამათრია და რაც არ უნდა ექნა ის ქნა.(ვსიო, ამას მიხვდებით ისევ მგონი. მიმინდია თქვენთვის). ვცდილობდი გამეჩერებინა, მაგრამ ის ხომ მონსტრია, მონსტრია.
********************
უკვე ორი კვირა გავიდა. მან ძალა იხმარა ჩემზე და ეს თეჰიონსაც ვერ ვუთხარი, მან უბრალოდ იცის, რომ მიპოვა და მომიყვანა სახლში. ამის თქმის მე თვითონ ძალიან მრცხვენია. საერთოდ მთელი დღეები ოთახში ვარ და მის სახელსაც ვერ ვხედავ. რაც კი შეიძლება ადამიანს პირველი ჰქონდეს მან ყველაფერი წამართვა. მხოლოდ პირველ კოცნას კიდევ ვინ დაეძებს. ვერ ვიტან იმ ნაგავს. დღევანდელი დილაც ისევ საშინლად გათენდა. ყოველი დილა იმ საშინელებაზე ფიქრით იწყება რაც მოხდა 2 კვირის წინ. მართლა დარწმუნებული ვარ რომ თორმეტზე არაა სახლში და ამიტომ თამამად ჩავედი ქვემოთ. ვიცი, ამ დროს უკვე სულ წასულია ბიგჰითში. იმ წამსვე სამზარეულოში შევედი წყლის დასალევად და ისევ გულისრევა ვიგრძენი. როგორ ჩანს ომლეტი გაუმზადებია. გულისრევა უკვე 3 დღეა მაქვს. აშკარად რაღაცამ მაწყინა. ისიც კი ვიფიქრე ერთხელ ორსულად ხომ არ ვარ მეთქი, მერე კიდევ იმაზე გამეცინა რეებს ვფიქრობ მეთქი და საერთოდ, ამისგან ღმერთმა დამიფაროს. თან ხშირად ასე მარტივად არ ხდება ყველაფერი. მოკლედ, ეს არ არსებობს. როცა ძალიან მომაწვა გულისრევა ოთახში ავვარდი და ნახევარი საათი უნიტაზზე დამხობილი ვიყავი. ამას უკვე მივეჩვიე. მან არაფერი იცის და არც მინდა გაიგოს. მისი ფულით ნაყიდი 1 წამალიც კი არ მინდა, საერთოდ არა. დღეს გადავწყვიტე, იქნებ ტესტი მეყიდა? მაგრამ პრობლემაა, სახლიდან ვერ გავდივარ. რომ გავიპარო? ვერ გაიგებს. უცებ გავალ, აფთიაქი აქვეა და მალევე მოვალ. ასეც მოვიქეცი. უცებ ჩავიცვი და წავედი.
თხუთმეტ წუთში უკვე სახლში ვიყავი, თან ისე, რომ ვერავინ დამინახა და ვერც ვერავინ მიცნო. კიდევ ერთხელ დავფიქრდი, ეს უნდა გამეკეთებინა თუ არა და ბოლოს საკუთარმა თავმა დამითანხმა.
**************
არ არსებობს, ორსულად ვერ ვიქნები, რაღაც შეცდომაა აშკარად. ვერ დავიჯერებ რომ იმ მონსტრისგან ბავშვს ველოდები. ომ წამსვე ცრემლები წამომივიდა და გამოვედი სააბაზანოდან ტირილით. ქვევით რომ ჩამოვედი არსაიდან ჯონგუკი დამხვდა იქ და თავის შეკავება ვცადე. იმასაც კი ვერ მივხდი რა უნდოდა ან ბავშვზე თუ უნდა მეთქვა და საერთოდ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
-ასე ადრე არასოდეს მოსულხარ.
-შენ არ უნდა გასულიყავი გარეთ!-საიდან გაიგო რომ გავედი?
-არც ვყოფილვარ.
-ხო? ნუ მატყუებ იცოდე, არ გამოგდის. ჩემი თვალით დაგინახე. სად იყავი?!-უკვე დამიყვირა რაზეც შევხტი.
-არ ვყოფილვარ მეთქი-სიმართლეს ვერ ვეტყვი, ნუ ჯერ მაინც ვერა. ამ სიტყვებმა ისე გაამწარა, რომ მოვიდა და ახლა ამისი თქმა დამიწყო.
-ვინმე გყავს? ხო, გყავს და მასთან იყავი ხო? ხომ იცი როცა ვბრაზდები რას ვაკეთებ, ეს კი არ მოგწონს ასე რომ მითხარი მაშინ ვისთან იყავი, ნერვებზე ნუ თამაშობ.
-არავისთან მეთქი, არავისთან-ახლა უფრო გაბრაზდა და კიდევ ყელში მწვდა, ისევ იმ ნატკენ ადგილას და უკვე რომ ვხვდებოდი, რომ ხელში შემოვაკვდებოდი თქმა მომიწია:
-ტესტის საყიდლად ვიყავი, ორსულად ვარ.
როგორც შეგპირდით დღეს 2 თავი დავდე
DO U LIKE IT?
💜💜💜💜
VOCÊ ESTÁ LENDO
Where?-J•JK
Romance-ჯანდაბა! როგორ დავთვერი ისე, რომ თავი, ვიღაც უცხოს სახლში ამოვყე?