დილით სასაუზმოდ გავედით, ჯონგუკი ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა. როდესაც მოვრჩით ყველანი დავიშალეთ. მე ჯონგუკს გავყევი.
-ჰეი მოიცადე.
-გისმენ.
-რა გჭირს?
-რა მჭირს?
-არ ვიცი,უცნაურად იქცევი. ხმას არ იღებ და თავს მარიდებ.
-ჯონგუკ გამომყევი.-თეჰიონმა გვერდით აგვიარა და ჯონგუკს დაუძახა, ჩემთვის კი არც შემოუხედავს.
-მერე ვისაუბროთ ჯიმინ.-მითხრა და ორივე თეჰიონის ოთახში შევიდა. ახლა ჩემი ტვინი არეულია, ბევრ რაღაცაზე ერთად ვფიქრობ. რა მოხდა გუშინ? თავში ათასი კითხვა მაწუხებს, რა ვიფიქრო არ ვიცი.თეჰიონის ოთახს მივაშტერდი, უცებ კი ვიღაცის ხელი ვიგრძენი ჩემს მკლავზე.
-კარგად ხარ ჯიმინ?
-კი ჰობი.
-აქ რატომ დგახარ?
-ოთახში მივდივარ.
-მაინც მგონია რომ რაღაც გაწუხებს.
-არა ჰიონ, კარგად ვარ.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-კარგი, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.-ოთახში დავბრუნდი. ცოტახანში კი კარებზე ზარის ხმა გაისმა.
-ჯიმინ ჰიონ, შეიძლება შემოვიდე?-ჯონგუკის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა, სასწრაფოდ კარი გავუღე და ბედნიერმა შიგნით შემოვიპატიჟე.
ჩავეხუტე და ვაკოცე. მან კი უბრალიდ მომიშორა. ძალიან მეტკინა გული.
-რა მოხდა?
-ჰიონ გუშინ რაც მოხდა, ამის გამო ბოდიშს გიხდი. არ ვიცი რა დამემართა.
-რას გულისმხობ ჯონგუკ? ეს ხომ მეც მინდოდა?
-დაივიწყე რაც მოხდა.
-ჯანდაბა ჯონგუკ რა გჭირს?!მითხარი რომ გიყვარვარ, ოთახში შემომივარდი, შიშვლებს ერთად გვეძინა, ერთმანეთს ვაკოცეთ, ახლა კი მეუბნები რომ ყველაფერი დავივიწყო? შენი აზრით ეს მარტივია?იცი როგორ მაქვს თავგზა არეული შენი საქციელების გამო? შენი დაუფიქრებლობის გამო მე ვიტანჯები მხოლოდ, გესმის? აღარ მინდა საუბარი, გადი აქედან.-თითი კარისკენ გავიშვირე და მივანიშნე რომ გასულიყო. თავდახრილი ჯონგუკი გაბრუნდა და ოთახიდან გავიდა. სიმწრისგან მაგიდას ხელი მწარედ დავარტყი, ეს ტკივილი არაფერი იყო იმ ტკივილთან შედარებით რაც ჯონგუკმა მომაყენა.
-ჯააანადააბაააააააააააააა!!!!!-დავიყვირე და უსიცოცხლოდ ძირს დავეცი.ცოტახანში კი გავითიშე.
-ჯიმინნ!!
-ჯიმინ კარები გააღე!!-საშინლებმა ბრახუნმა და ყვირილმა გონზე მომიყვანა, იატაკიდან წამოვდექი.კარები გავაღე და დავინახე ბიჭები, მათ სახეზე ყველა ემოცია ერთად იყო აღბეჭდილი.
-კარგად ხარ? რა გჭირს ჯიმინ! ამ ბოლი დროს რანაირად იქცევი.
-სად ჯანდაბაში იყავი, მთელი 15 წუთია შენს კარებს ვეჯაჯგურებით.
-მეძინა თეჰიონ.
-ცუდად ხარ?
-არა კარგად ვარ.
-ხვალვე დავბრუნდებით კორეაში.-თქვა ნამჯუნმა და გაბრაზებულმა დატოვა ოთახი. ამას მაინც რა სჭირს, რატომ არის გაბრაზებული? რა ჯანდაბა სჭირს ყველას?
-ჰოლზი მოდის, არ ჩამოხვალ?
-ცოტას დავისვენებ.
-კარგი.-ჯონგუკს ისეთი სახე ქონდა თითქოს ყველაფერი მისი ბრალი იყო. ასეც არის. ოთახი დატოვეს, მე კი თბილად საწოლში ჩავწექი.23:00
-ჯიმინ, შეიძლება შემოვიდე?-ტკბილმა ხმამ გამომაფხიზლა. ჰოლზი იყო. ძალიან გამიხარდა მისი მოსვლა, ოთახში შემოვიპატიჟე.
-კარგად ხარ?-გადამეხვია და ზურგზე ხელი ნაზად დამარტყა.
-კი კარგად ვარ. როდის მოხვედი?ჩამეძინა ბოდიში.რატომ არ დამიძახეთ?
-ბიჭებმა მითხრეს რომ ცოტა შეუძლოდ იყავი ამიტომ ვთხოვე რომ არ გაეღვიძებინე. მე თვითონ მოგაკითხე.
-მადლობა.
-რა გჭირს?
-უბრალიდ გადაღლილი ვარ, ხომ იცი ამ ბოლო დროს ძალიან დატვირთულები ვართ.
-ჯიმინ! ნუ მატყუებ გთხოვ. მითხარი რა ხდება შენსა და ჯონგუკს შორის. ხომ იცი, შეგიძლია მენდო.- გული ამიჩუყდა და ჩემდაუნებურად ცრემლები წამსკდა.
-ასე ძალიან მეტყობა?
-ოოჰ არა, არ იტირო.-ჩამეხუტა და მამხნევებდა, თავს დაცულად ვგრძნობდი იმ მომენტში.
-მისმინე ჯიმინ! თუ გიყვარს უბრალიდ უთხარი.
-ასეთი მარტივი არ არის. არ ვიცი როგორ მიიღებენ ამას კომპანიაში, არ ვიცი როგორ მიიღებს ამას არმი, და რაც მთავარია, არ ვიცი ამას ჩემი ბიჭები როგორ მიიღებენ. ძალიან მეშინია ჰოლზ.
-შენი ბიჭების და არმის იმედი უნდა გქონდეს, მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა რომ ისინი ამას კარგი თვალით შეხედავენ.
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მირჩევნია ასე დავტოვო ყველაფერი.
-თუ რამე დაგჭირდება უბრალოდ დამირეკე.
-მადლობა რომ გამიგე ჰოლზი.-დამემშვიდობა და ჩამეხუტა, კარები როცა გააღო ჩემსკენ იყურებოდა, მე კი გარეთ ვიღაცის ლანდი დავინახე რომელმაც მთელი სისწრაფით დატოვა ოთახი.
YOU ARE READING
Boy with luv •Completed• ✅
Romanceერთმანეთი იმაზე მეტად უყვართ ვიდრე ფიქრობენ, პრობლემა კი იმაშია რომ ორივეს ეშინია.