-14-

996 128 24
                                    

02:45

-ჰიონ ყველაფერი რიგზეა? რატომ არ გძინავს?
-ჯიმინ? აქ რას აკეთებ?-თვალებზე ხელი ამოისვა და გასწორდა.
-მე წყლის დასალევად ჩამოვედი.შენ რატომ ხარ აქ ამ დროს?
-ვერ დავიძინე.
-რამე მოხდა?
-ჯინს ჩემს ოთახში სძინავს. იმხელა ადგილს იკავებს რომ აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე.
-მგონია რომ რაღაც გაწუხებს.
-ყველაფერი რიგზეა.უბრალოდ შენზე და ჯონგუკზე ვღელავ.
-ჩვენზე?
-ხო.
-რატომ?
-ვხედავ რომ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, არ მინდა ამან ცუდი შედეგი გამოიღოს. ხომ ხვდები არა?
-ჰიონ ხომ იცი რომ ჩემთვის ჩვენი ერთად ყოფნა ყველაზე მნიშნველოვანი და მთავარია. გთხოვ ამის გამო ნუ იდარდებ. ყველაფერს გამოვასწორებ.მაპატიე თუ მე ვარ შენი ასეთი მდგომარეობის მიზეზი, გთხოვ მშვიდად იყავი.ახლა კი წავალ.-წყლის დალევა სულ გადამავიწყდა ისე ავედი ოთახში.ჯუნის სიტყვებზე ვფიქრობდი, არ მინდოდა რომ ეს ყველაფერი ნამდვილად სერიოზულ თემაში გადაზრდილიყო ამიტომ ჯონგუკთან წავედი.
-ჯონგუკ!გამიღე.
-რა ჯანდაბაა ამ შუაღამეს.
-გააღე კარები უნდა ვისაუბროთ.
-მოვდივარ ხო.-თმა აჩეჩილმა ჯონგუკმა კარები გამიღო.
-მისიმინე, ურთიერთობა უნდა დავალაგოთ.
-მეც ეს მინდა.-ირონიით ჩამიღიმა და ხელი წელზე შემომხვია.
-მისმინე ჯონგუკ! არ ვხუმრობ. ჯუნს ვესაუბრე, ჩვენს გამო ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ეშინია რომ რამე სერიოზული მოხდება, ვეცადოთ რომ ერთმანეთი არ გავაღიზიანოთ და ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდეს როგორც ადრე.
-კარგი არ არის პრობლემა.-ცოტახნის შემდეგ შევამჩნიე ჩიმის პიჟამო რომ ეცვა.
-გიხდება.
-ხო?ვიცი.
-კარგი მე წავალ.
-დარჩი.
-არა იყოს, წავალ.
-დარჩი ჯიმინ.
-არ მინდა შეგაწუხო.
-ნუ ხარ აუტანელი.თავად თქვი რომ ურთიერთობის გამოსწორება გინდა.-სხვა გზა არ დამრჩა.იმ ღამეს ჯონგუკთან დავრჩი, ზედმეტი შეხების გარეშე გვეძინა ერთად რის გამოც დისკომფორტი ვიგრძენი. დილით კი.. ოჰ ღმერთო ისევ ნამჯუნი.
-ადექი ჯონგუკ!!ჯიმინ!!ვიცი რომ აქ ხარ.შენთან ოთახში არ იყავი, ანუ აქ ხარ.
-ჯონგუკაჰჰ, მიდი კარები გაუღე რა.-წამოდგა თუარა ეგრევე ეშმაკურად ჩაიღიმა.
-გინდა ჯუნი გავაგიჟოთ?
-როგორ?
-მიდი ტანსაცმელი გაიხადე.
-რა?
-მიდი. გააკეთე რასაც გეუბნები.-მაისური გავიხადე და ძირს დავაგდე.
-შარვალიც.
-შენ რა გაგიჟდი?
-რა იყო ჰიონ შიშველი არ მყავხარ ნანახი თუ რა?-იდიოტი.ჩემს სიტყვებს იმეორებს.შარვალიც გავიხადე.
-ახლა დაწექი და თვალები დახუჭე.ხმა არ ამოიღო.-ჩიმის პიჟამო გაიხადა და მხოლიდ ტრუსით დარჩა. ჯუნს კარები გაუღო რის გამოც ჯუნმა დაიყვირა.მე თვალებს ცოტათი ვახელდი და ყველაფერს ვხედავდი.
-ვაიმე!ისევ?
-რატომ გაგვაღვიძე?
-ღმერთო ჩემო.ამათ დამიხედე, შიშვლები არიან. იმას შეხედეთ როგორ ძინავს გაშხლართულს.
-სექსუალურია არა?
-მოკეტე ჯონგუკ!-თავში წამოარტყა ნამჯუნმა.
-მალე გამეზადეთ უნდა ვივარჯიშოთ.
-კიდევ ცოტახანი რა ჰიონ, მე და ჯიმინი დავასრულებთ ჩვენს საქმეს.- არ არსებობს! ეს ბავშვი ნამდვილად გიჟია.თავს ძლივს ვიკავებდი ნამჯუნის რეაქციაზე.
-ნუ მაგიჟებთ!ახლავე ადექით.-კარები გაიხურა და წავიდა.
-ჰა როგორი იყო?
-ვერ ხარ შენ.
-აბა პატარა მოჩი, არ დაწყებული საქმე გავაგრძელოთ თუ ავდგეთ და დანარჩენებს შევუერთდეთ?
-ავადმყოფო.-ფეხი დავარტყი და ლოგინიდან წამოვდექი.


Boy with luv •Completed• ✅Wo Geschichten leben. Entdecke jetzt