-ჯიმინ!! ჯონგუკ!! გაიღვიძეთ.-ეს ხმაური უკვე ნერვებს მიშლიდა, დილიდან ნამჯუნი კარებს იმხელაზე უბრახუნებდა ლამის ჩამოიღო.თვალები გავახილე და მალევე გავაანალიზე ნახევრადშიშვლებს ერთად რომ გვეძინა.გადავწყვიტე არ გამეღვიძებინა, ხალათი გადავიცვი და ნამჯუნს კარები გავუღე.
-ძლივს! სად იყავი აქამდე?
-ცოტა ჩუმად ჰიონ, ნუ ყვირი.ჯონგუკს ძინავს.
-რა? თქვენ რა ისევ ერთად გეძინათ?
-კი.
-თქვენ მე გადამრევთ. კარგი მიდი გააღვიძე, დღეს ვისვენებთ ამიტომ გადავწყვიტე ყველა ერთად სადმე გავსულიყავით.
-ჩვენ აქ დავრჩ...
-არა! თქვენ აქ არ დარჩებით! დროზე გააღვიძე და წავედით.-საუბარი არ დამასრულებინა ისე მოშორდა კარებს. ჯონგუკის გაღვიძება არ მინდოდა, ისე ტკბილად და ბავშურად ეძინა. ლოგინზე ჩამოვჯექი და მისი ყურებით ვტკბებოდი. მომწონს როცა მას თმებზე, ან თუნდაც სხეულზე ვეფერები, ვიცი რომ ეს მასაც მოსწონს. მის სახეს ნაზად შევეხე. ვფიქრობდი თუ როგორ ძალიან მიყვარს ეს ბავშვი. არ ვიცი რა არის სწორი და რა არა, არ ვიცი როგორ ვიქნებით მომავალში მაგრამ ახლა, ამ წუთას, დარწმუნებით ვიცი რომ ეს ადამიანი ძალიან მიყვარს.
-ჰიონ, რომელი საათია.-თვალებზე ხელი ამოისვა და ლოგინიდან წამოდგა.
-დილის 12 საათია. გაემზადე უნდა წავიდეთ.
-სად მივდივართ?
-დღეს რადგან ვისვენებთ ნამჯუნმა გადაწყვიტა რომ ყველას ერთად გაგვეტარებინა დრო.
-კარგი აზრია.
-მიდი ადექი.
-ჰიონ, შენი კარადიდან გამოვიღებ რამეს და ჩავიცვამ კარგი?
-რას მეკითხები, ისედაც სულ ასე აკეთებ.-გაეცინა და აბაზანაში შევიდა. მეც მოვწესრიგდი, ცოტახანში კი დანარჩენებს შევუერთდით.
-სად არის იუნგი?-ნამჯუნა იკითხა.
-ალბათ ისევ ძინავს.
-აქ ვარ.-ნახევრად მძინარე დივანზე ჩამოჯდა და ფეხები ზედ შემოაწყო ჯინს.
-მალე წავიდეთ მშია.
-ჯინ, შენ სულ გშია.
-დილით შენი ლიგინიდან ისე გადმომაგდე სადღაც უნდა წავიდეთო რომ ჭამაც ვერ მოვასწარი.-ნამჯუნს ფერი დაეკარგა როცა ჯინმა ეს თქვა. როგორც წესი ჯუნს ყოველთვის მარტო ძინავს, ახლა კი ჯინთან ერთად. ყველას გაგვეცინა, ჯუნი ისე იქცეოდა თითქოს ჯინს არაფერი უთქვამს. უხერხულად მოიქავა თავი და იუნგი წამოაგდო.
-წავედით.-ორი მანქანით მივდიოდით. თეჰიონი იუნგი ჯეიჰოუპი და ჯინი წინა მანქანაში ჩასხდნენ, მე ნამჯუნი და ჯონგუკი კი მეორეში. არც გამკვირვებია, ნამჯუნი არ გვაძლევს თავისუფლად ყოფნის საშუალებას, სულ ჩვენთან არის. მძღოლის გვერდით ზის, მე და ჯონგუკი უკან, თუმცა ყოველ წამს უკან აპარებს თვალებს ისე, თითქოს რაღაცას ვაშავებდეთ.
-ჰიონ სად მივდივართ?
-საშოპინგოდ, შემდეგ კი რამე მივირთვათ.
-საშოპინგოდ? ჩვენ ხომ ისედაც უამრავი ტანსაცმელი გვაქვს?
-ხო ჯონგუკ, ამიტომაც გაცვია ჯიმინის მაისური და შარვალი ხო? გგონია ვერ შევამჩნიე?-ჯონგუკმა თავი ჩახარა, შერცხვა ალბათ.
-აჰ სულელი ბავშვი.-ჯუნმა ჩაიბურტყუნა და ფანჯარა ჩამოსწია.
-ჯიმინ ჰიონ, შენნაირად მაინც არ მიხდება ეს ტანსაცმელი.
-ძალიან გიხდება, მართლა.-ხელი ბარძაყზე დავადე რაზეც უეცრად შეხტა.
-რას ბურტყუნებთ მანდ?
-არაფერს ჰიონ, დამშვიდდი.-ცოტაცანში სეულის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში მივედით.კომენტარების მერე ისეთი მოტივირებული გავხდი მეორე თავიც დავწერე😆💙მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ💙
VOUS LISEZ
Boy with luv •Completed• ✅
Roman d'amourერთმანეთი იმაზე მეტად უყვართ ვიდრე ფიქრობენ, პრობლემა კი იმაშია რომ ორივეს ეშინია.