-9-

1.1K 133 26
                                    

00:00

ნამჯუნი გავაფრთხილე და ცოტახნით გარეთ გავედი მარტო, დაცვის და სტაფის გარეშე. დიდი ხანია არმისთვის ფოტო არ გამიზიარებია, ახლა მათ გავახარებ. ფოტო გადავიღე და თვითერზე ავტვირთე წარწერით
'არმი მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მალე შევხვდებით, მიყვარხართ'.
ღრმად ჩავისუნთქე, ამ დროს კი მობილურმა დარეკა. ჯონგუკი იყო.
-გისმენ.
-სად ხარ?
-გარეთ.
-კონკრეტულად?
-რა გინდა?
-ლაპარაკი.
-არაფერი გვაქვს სალაპარაკო ჯონგუკ. დაისვენე გვიანია.
-მითხარი სად ხარ ჯიმინ.-მობილური გავუთიშე თუმცა უშედეგოდ. 10ჯერ მაინც დარეკა, ბოლოს მივხვდი რომ გათიშვას აზრი არ ქონდა და ვუპასუხე.
-გითხარი სალაპარაკო არაფერი გვაქვს მეთქი.
-შემობრუნდი ჯიმინ.-როცა უკან მოვიხედე ჯონგუკი დავინახე. ვცდილობ რომ რაღაცნაირად არ ვიფიქრო მასზე  მაგრამ ეს ბავშვი ამის საშუალებას არ მაძლევს.
-აქ რას აკეთებ? ან როგორ გაიგე აქ რომ ვიყავი.
-ჯიპიესი.
-აჰ ჯანდაბა. რაგინდა ჯონგუკ.
-შეიძლება ვილაპარაკოთ?
-რაზე.
-ძალიან კარგად იცი რაზეც. თავს ცუდად ვგრძნობ ასე რომ გხედავ.
-და როგორ მხედავ? მშვენივრად ვარ.
-ჯიმინ გთხოვ. მოვისმინე შენი და ჰოლზის საუბარი.-გავიყინე და გავქვავდი, ნეტა ახლა მიწა გაიხსნას და თან ჩამიტანოს.
-არ მინდა ამაზე საუბარი.
-უბრალოდ მომისმინე, ცოტა დროს წაგართმევ. ყველაფერი არასწორად გაიგე, უფროსწორედ მე მინდოდა რომ ასე დაგეჯერებინა.-უფრო და უფრო ვბრაზდებოდი, ეს ბრაზი კი არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მშვიდად ვყოფილიყავი.

FLASHBACK:
JUNGKOOK's POV:

-ჰიონ გთხოვ კარები გაუღე შენს ბაჭიას.
-ძალიან მიყვარხარ ჯიმინ!-ჩუმად ვთქვი, მაგრამ ეს ნამჯუნმა მაინც გაიგო რომელიც ჩემს უკან იდგა.
-ჯონგუკ! შენთან სალაპარაკო მაქვს.-მისი მზერა.. ეს ისეთი დასაფიქრებელი და საშიში იყო. სხვა გზა არ მქონდა, მას გავყევი.
-ჯონგუკ! ვხვდები რომ შენ და ჯიმინს ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაქვთ და ძალიან გთხოვ, ძალიან გთხოვ არ თქვა რომ ის უბრალოდ შენი მეგობარია! ამას არ დავიჯერებ რადგან თქვენი ურთიერთობა ძალიან აშკარაა. არასდროს ვყოფილვარ თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი. სეჯინს უნდა დაელაპარაკოთ და საჯაროდ განაცხადოთ.
-რა?
-ასე ფარულად როდემდე იქნებით?
-რა ფარულად ჰიონ ჯერ მისთვის არც კი მითქვამს.
-რა სულელი ბავშვი ხარ. გგონია ვერ ხვდება? არ ვიცი ამას ხალხი როგორ მიიღებს მაგრამ გააკეთეთ ეს.
-სწორედ ეს მაკავებს.მეშინია. არც კი ვიცი ამას არმი როგორ მიიღებს.ჩემი თავის კი ყველაზე მეტად მეშინია. არ ვიცი როგორი ვიქნები ურთიერთობაში, არ ვიცი ამას შევძლებ თუ არა, არ ვიცი როგორი გავხდები. მეშინია რომ არ ვიქნები ისეთი მოტივირებული როგორც ახლა, მეშინია რომ არმის აღარ ვეყვარებით, არც მე და არც ჯიმინი.
-რა სისიულელეებს ბოდავ. არმიზე კარგი მეგობარი ჩვენ არ გვყავს.-მხარზე ხელი ძლიერად დამადო და მკაცრად მითხრა.
-თუ ასე ფიქრობ, ცოტახანი ერთმანეთისგან თავი შორს დაიჭირეთ, ერთმანეთს დაელოდეთ,  ბოლოს რომელიმე აუცილებლად გადადგამთ ნაბიჯს, დამიჯერე! ახლა კი დაისვენე.-თავისებურად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
-ჰიონ!
-გისმენ ჯონგუკ!
-გთხოვ ამის შესახებ არავის უთხრა, განსაკუთრებით ჯიმინს.
-არა რათქმაუნდა.

00:45

NOW:

-კარგი,გისმენ ჯონგუკ.-არც კი ვიცი აქ რატომ მოვედი. არ მინდა რომ მას ვუთხდა, მაგრამ ვერ ვიტან როცა ასეთი მოწყენილია, ახლა კი განსაკუთრებით როცა ეს ჩემი ბრალია. არ მინდა რო შემიძულოს, სჯობს ყველაფერი ისე იყოს როგორც ახლა არის.
-კიდევ რამდენხანს გელოდო?
-იცი, ჯიმინ...
-მალე, თქვი!
-არაფერი.
-არაფერი? შენ რა მეღადავები?
-მოდი უბრალოდ შინ დავბრუნდეთ, კარგი?
-არ ხარ ნორმალური. მართლა მაკვირვებ ჯონგუკ.-ღრმად ამოისუნთქა და სასტუმროსკენ წავიდა, მეც მას გავყევი უკან. ოთახებში შევდიოდიოდით როცა ნამჯუნი ჩვენს წინ გაჩნდა.
-ერთად იყავით?
-უნდა დავისვენო.-ჯიმინი ოთახში შევიდა, ჯუნი კი თვალებით მანიშნებდა რაღაცას მაგრამ ვერ გავიგე რას.
-შენ რა, მას ყველაფერი უთხარი?
-ვერ შევძელი. მინდოდა მაგრამ ვერ ვუთხარი.
-ჯონგუკ ძალიან უცნაურად იქცევი, თავადაც არ იცი რა გინდა. მასაც აწვალებ და შენს თავსაც. ახლა წადი დაისვენე და იფიქრე შენს საქციელზე, გაანალზიე რა გინდა და რა არა.



Boy with luv •Completed• ✅Donde viven las historias. Descúbrelo ahora