-18-

892 106 27
                                    

-სად მიიპარები ჯიმინ?
-ამმ..მე უბრალოდ რაღაც უნდა მეთქვა ჯონგუკისთვის.
-შეგეძლო მიგეწერა, ან ხვალ გეთქვა.
-მოვიდა ჩემი პატარა მოჩი?-ჯონგუკმა არ იცოდა ნამჯუნი ჩემთან ერთად რომ იყო და კარები სიხარულით გააღო, თუმცა ჯუნის დანახვისას სახე შეეცვალა.
-აჰამ ესეიგი რაღაცა უნდა გეთქვა არა ჯიმინ?
-კი ჰიონ, ნამდვილად რაღაც უნდა ეთქვა.
-აქ უთხარი.
-რა?
-მეც რო ვისმენ ისე უთხარი რისი თქმა გინდოდა.
-აამმ.. არა იყოს ხვალ ვეტყვი.-თავი დავუხარე  ორივეს და ჩემს ოთახში დავბრუნდი.რა უნდა ჯუნს? ხომ შეუძლია არაფერი თქვას და მოგვცეს თავისუფლად ყოფნის საშუალება. კარებზე ზარის ხმა გავიგე, ისევ ნამჯუნი იქნება დარწმუნებული ვარ.
-მოვდივარ ხო!.-კარები როცა გავაღე ჯონგუკი თვალებს იქით-აქეთ აცეცებდა, შემდეგ კი უცებ ოთახში შემოვიდა და კარები ჩაკეტა.
-უჰჰ ძლივს.
-როგორ მოხვედი?
-ჯუნი წავიდა და მეც გამოვედი.-მომახლოვდა და მაკოცა.
-ჯიმინ!!!კარები გამიღე.
-სერიოზულად?ეს რა მართლა ჩვენ დაგვყვება?დროზე კარადაში შეიმალე.
-ასეთი რაღაცეები მხოლოდ ფილმებში მინახავს, ახლა კი  რეალობაში თავად გადამხდა.მაგარია.
-მორჩი ლაქლაქს!დროზე შედი კარადაში.-ჯუნს კარები გავუღე, მან კი ოთახი გარედან დაათვალიერა.
-რა მოხდა ჰიონ?
-ჯონგუკი სად არის?
-კარგი რა ჰიონ, მე რავიცი სად არის. ოთახში იქნება.
-ვა კაი ერთი. ოთახში რომ ყოფილიყო აქ მოვიდოდი?
-მაშინ არ ვიცი, იქნებ სხვებთან არის.
-სადმე ხო არ მალავ?
-არა რას ამბობ ჰიონ.
-გამეცალე.-ოთახში შემოვიდა,ჯერ აივანზე გავიდა, შემდეგ კი კარადას მიადგა.
-მანდ არა!
-რა?
-მანდ არ შეიხედო.
-რატომ?
-რაღაც მნიშნველოვანი მიდევს.
-მაგ რაღაცა მნიშნველოვანს ჯონგუკი ხომ არ ქვია შემთხვევით?
-ნაამჯუნნნნნ!!!!!-გარედან ჯინის ხმა გავიგე, რომელიც მას ეძახდა. ჯუნმა კარადის სახელურს ხელი გაუშვა და გარეთ გავიდა.
-მიფრთხილდი.
-გიფრთხილდები ჰიონ.-გავეკრიჭე და ოთახი დატოვა.

მურმანა ყველგაან და ყოველთვის მურმანააა😂💙საღამოს კიდევ ერთ თავს დავდებ ალბათ💙

Boy with luv •Completed• ✅Où les histoires vivent. Découvrez maintenant