-13-

985 121 14
                                    

-ჯიმინ!
-გისმენ ჰოსოკ.
-შენ და ჯონგუკი..
-გთხოვ ჰიონ, შენ მაინც ნუ მკითხავ ამაზე. არაფერი ხდება ჩვენს შორის,უბრალიდ ზედმეტად ბავშვია ამიტომ მიშლის ნერვებს მისი სისულელეები.
-გასაგებია. სად მივდივართ?
-არ ვიცი, იქნებ რამე გვეჭამა?
-წეღან არ ვჭამეთ?
-რაღაც ვერ მივირთვი გემრიელად.წამოდი რამიონი ვჭამოთ და ცოტა...
-შე მაიმუნო. წამოდი წამოდი დავლიოთ.-მიყვარს ჰოსოკ ჰიონთან დროის გატარება, მხიარული და ძალიან საყვარელია. ყოველთვის ერთნაირი აზრები გვაწუხებს და ეს ძალიან მომწონს.
-მეტი აღარ დალიო თორე სახლამდე ვერ მივალთ.-ზედმეტი მოგვივიდა უკვე ორივეს.ნამჯუნს დავურეკე და ვუთხარი ჩვენს წასაყვანად მოსულიყო, რადგან ცოტაც და თვალებიდან ვეღარ გამოვიხედებოდი.ცოტახანში კი ნამჯუნის მაგივრად ჩვენთან პატარა ჯონგუკი გაჩნდა.
-შენ ნამჯუნი არ ხარ.
-კი მე ვარ ნამჯუნი, ვეღარ მცნობ?
-ნუ მატყუებ, არ გამოგივა.-დებილივით ვიცინოდი და თითებით ვემუქრებოდი.
-შეინახე ეგ შენი პატარა თითები ჯიბეში და წამოდი.-ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა.მანქანა დაძრა და გზას გაუდგა. თავი წინ გადამივარდა, მოულოდნელად კი იმხელაზე წამოიყვირა, გიჟივით წამოვხტი.
-ჰოსოკი. ჰოსოკი დამრჩა. ჯანდაბა.-მანქანა მოაბრუნა და ჰოსოკთან მივედით.
-აქ დარჩი, ახლავე მოვალ.ჰიონს მოვიყვან.
-მარტო არ დამტოვო.-ტყუილად ვსაუბრობდი, ის უკვე წასული იყო.
-ჯონგუკ! შე იდიოტო ხომ გითხარი რომ მარტო არ დაგეტოვებინე.-მანქანიდან გადავედი და შიგნით შევედი.დავინახე როგორ გამოყავდა ჯონგუკს ჰიონი.
-ჯიმინ ნერვებს რატომ მიშლი? ხომ გითხარი რომ დამლოდებოდი?აჰ ჯანდაბა რა აუტანლები ხართ ორივე. რატომ დალიეთ.
-ნუ მიკრძალავ სმას, შენ არავინ გეკითხება.-ისევ თითების ქნევა დავიწყე. ჰოსოკი უკანა სავარძელზე დააწვინა მე კი გვერდით მივუჯექი.
-ჯონგუკ ვერ გიტან.
-ვიცი ეს უკვე მითხარი.
-რატომ მოხვედი შენ? მე ხომ ჯუნს დავურეკე?
-შე სულელო, ისიც არ გახსოვს ხო მე რომ დამირეკე?
-ნუ მატყუებ.აღარ გამოგივა.-არადა მგონი მართლა ჯონგუკს დავურეკე მაგრამ ამას ხომ არ ვაღიარებდი.
-კარგი არ დამიჯერო.დღეს მაინც რატომ დალიე?
-რა გინდა?
-ხომ ხედავ სულ ჩემი სათრევი ხარ.
-შენი სათრევი?ასე ძალიან შეწუხდი?
-ხო შევწუხდი.
-კარგი მაშინ გააჩერე მანქანა.
-რა?
-მანქნა გააჩერეთქო ვერ გაიგე?
-ჯიმინ!
-კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინო ჯონგუკ!.-ვგრძნობდი როგორ გამოდიოდა ალკოჰოლი ნელნელა ჩემი ორგანიზმიდან.როდესაც მანქანა გააჩერა, კარები გავაღე და გადავედი.
-წადი.
-ნუ ბავშვობ ჯიმინ. ჩაჯექი მანქანაში.
-წადი მეთქი.არ მინდა რომ  შეგაწუხო.-მობილური ამოვიღე და ჯინს დავურეკე.
-ჰიონ,შეგიძლია მომაკითხო?
-სად ხარ? ჯონგუკი არ მოსულა?
-არ მინდა საუბარი.უბრალოდ მოდი გთხოვ.მისამართს მოგწერ.
-კიდევ აქ ხარ?
-ჯანდაბა პაკ ჯიმინ, რა აუტანელი ხარ.
-შენც ასევე ლაწირაკო.-წავიდა. მართლა წავიდა ეს დებილი. მეგონა დაბრუნდებოდა თუმცა ისეთი ჯიუტია... საერთოდ რატომ ვიფიქრე რომ დაბრუნდებოდა? ცოტაცანში ჯინიც მოვიდა და სახლში წამიყვანა.უკვე კარგად ვიყავი. ოთახში როცა შევედი ჯონგუკი იქ დამხვდა.
-აჰჰ ისევ შენ.
-უბრალოდ მაინტერესებდა მოხვიდოდი თუ არა.
-და სხვაგან სად უნხა წავსულიყავი?
-არ ვიცი.
-ხოდა თუ არ იცი ბევრს ნუ ლაპარაკობ. გადი აქედან უნდა დავისვენო.
-ჰიონ შეიძლება შენთან დავრჩე?
-ნუ მელაქუცები თორემ მოგხვდება.
-მწარედ?
-მწარედ გინდა რომ მოგხვდეს?-მასთან მივედი და  შევათვალიერე.
-სად გინდა რომ მოგხვდეს პატარა ჯონგუკ?
-სადაც შენ გინდა ჰიონ.
-აი აქ.-თავში წამოვარტყი და ყურებით ოთახიდან გავაგდე.
დავწექი თუმცა კარგახანი ვერ დავიძინე, ვერც ვისვენებდი. ოთახში წყალი აღარ მქონდა ამიტომ დაბლა ჩავედი რათა დამელია, იქ კი ნამჯუნი დამხვდა რომელიც სკამზე უსულოდ ეგდო და ერთ წერტილს აშტერდებოდა.

Boy with luv •Completed• ✅Donde viven las historias. Descúbrelo ahora