~პირველი თავი~

2.5K 82 28
                                    

სიხარული, ბოროტება, სიკეთე, სიძულვილი თუ სიყვარული იმ ტკბილმწარე გრძნობების ნაერთია, რომლითაც ადამიანის სხეული ცხოვრების მანძილზე იჟღინთება, იფურჩქნება და ნელ-ნელა ლპება.

სიძულვილითა და ბოროტებით სავსე სამყაროში სხეულთან ერთად სპეტაკი სული ისე ისვრება , როგორც თეთრ კაბიანი ფეხშიშველი უმწეო გოგო ტალახში თამაშისას.
სიბინძურეში ამოგანგლულს საშუალება რომ აღარ აქვს მისი უმანკო ბრწყინვალება უკან დააბრუნოს.

ვიკარგებით, ყველანი ვიკარგებით იმ ეკლიან გზაზე, რომლის მიმართულებასაც მხოლოდ მისი გალევის შემდეგ ვიგებთ და მაშინღა ვიწყებთ სინანულს.

არავინ იცის რას მოვიმოქმედებდით წინასწარ რომ გვცოდნოდა ცხოვრების ბნელ ბილიკზე რა საფრთხე გვემალებოდა და როგორ უცდიდა ეს ბინძური, აყროლებული ეკლიანი გროვა ჩვენ მიწასთან გასწორებას.

ასეა, ცხოვრება ერთი დიდი ბინძური გამოცდაა, სადაც სხეულის უკანასკნელ სისხლიან ნაკუწსაც თმობ სპეტაკი სულის საბოლოო დანიშნულებამდე მისაღწევად.

არ ვიცი რას მოვიმოქმედებდი, რომ მცოდნოდა რამდენად ადრე გავეხვეოდი ამ სიბინძურეში.

არ ვიცი რას ვიგრძნობდი, რომ მცოდნოდა რვა წლის ასაკში იმ ამყრალებულ, ცოდვებისაგან აელვარებულ კარამელისფერ თვალებს პირისპირ შევეფეთებოდი და მას ჩემი განადგურების უფლებას მივცემდი.

არც ის ვიცოდი, როგორ გავაგრძელებდი გზას, როდესაც ამ ერთ სიცოცხლედ გაწელილი ბილიკის სათავეშივე გამომეცლებოდა პირველი საყრდენი, მამა.

კაცი, რომელმაც ჩემთან გატარებული მოკლე მონაკვეთის მიუხედავად მოასწრო ჩემ გონებაში იმის ჩანერგვა, რომ სულის სისპეტაკე, სიყვარული და მიმტევებლობა ის სამი მთავარი საიდუმლო იყო, რომლითაც მოსალოდნელ განსაცდელებს მარტივად მოვიგერიებდი ჩემი ცხოვრების ეკლიანი გზიდან.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now