თავი 1

1.3K 90 13
                                    

პირველი დღე სკოლაში ყოველთვის საშინელია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ. ბევრი ახალი კლასი და ხალხი თითქის გრიყავს. მათ უყვართ როდესაც ახალმოსულებს ამცირებენ.

როდესაც სკოლის დერეფნებში შედიხარ შიში გიბყრობს. ზოგი მამაცი ბავშვი ეცდება შეგაჩეროს და თავი გაგაცნოს, ან უბრალოდ დაგცინოს და ამით დაგამციროს მაგრამ შენ შეაჩერო ისინი.

მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სხვანაირადაა. მე მათი შეჩერება არ შემიძლია. ვერაფერს ვერ ვეტყვი მათ, ვერც გავუღიმებ და ვერც გავეცნობი. უმიზნოდ დავდივარ დერეფნებში იმ იმედით რომ არასწორ გზაზე არ მივდივარ.

ხალხი ყოველთვის მე მაშტერდება. ისინი ვის კლასშიც მე ვარ მეგობრებს ეჩურჩულებიან და ეუბნებიან რომ ჭორები სიმართლეა. მე ჩუმი ვარ. რომ ლაპარაკი არ შემიძლია. დაწვრილებით მესმის მათი სიტყვები. რატომღაც ხალხი ვერ ხვდება რომ მე ყრუ არ ვარ. ფიქრობენ რომ მხოლოდ ყრუ ადამიანები არ ლაპარაკობენ. მხოლოდ სულელ ხალხს არ შეუძლია კომუნიკაცია.

მასწავლებლებიც ისე ცდილობენ ჩემთვის გვერდის ავლას როგორც სხვა სტუდენტები, თუმცა როდესაც მე მელაპარაკებიან თითქმის პანიკაში ვარდებიან. ცდილობენ თავი აარიდონ ისეთ შეკითხვებს რომლის პასუხებიც 'კი'ს ან 'არა'ს არ აღემატება. ზოგი სხვებზე უკეთესები არიან, ზოგს შეუძლია სხვანაირი ტიპის სტუდენტებთან კავშირის გაბმა. ზოგს არა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისანი არიან სტუდენტები, ყოველთვის იქნება ერთი ვინც გაგიგებს და დაგეხმარება.

როგორც ყოველთვის ისინი არ კითხულობენ ემაილებს რომლებსაც ადმინისტრაცია უგზავნის ახალი სტუდენტის შესახებ. ისინი არჩევენ რომ ეს დააიგნორონ. ეს ყოველთვის ხდება.

არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი.

ნელა მივდიოდი ჩემს ბოლო გაკვეთილზე.
არავინ დამლაპარაკებია. მთელი სკოლა ლაპარაკობდა ჭორებს რომელიც გავრცელებული იყო 'ახალ გოგოზე'.

დამუნჯებული (დასრულებულია)Where stories live. Discover now