თავი 3

1K 79 5
                                    


''ჯერ მინდა ბოდიში მოგიხადო მისტერ ფრანკისა და ჰარის უხეშ საქციელზე.'' თქვა დირექტორმა ტეილორმა და თან კარი ზურგუსუკან მიიხურა, შემდეგ კი მისი სკამისაკენ წავიდა.

იგივე სკამზე ჩამოვჯექი რომელზეც წამის წინ ჰარი იჯდა. მისი სურნელი ჯერ კიდევ იგრძნობოდა გარშემო. ხელები სკამის სახელურებს ჩამოვდე. დირექტორს შევხედე და დავინახე რომ ცნობისმოყვარე მზერით მომჩერებოდა. გავიღიმე და მხრები ავიჩეჩე, მივახვედრე რომ არ მანაღვლებდა. წამსვე მოეშვა და მის სკამში ჩაეშვა, ზურგი სკამის საზურგეს მიადო.

''აი ეს აიღე, ასე ლაპარაკს შევძლებთ.'' მითხრა დირექტორმა და მისი მაგიდის უჯრა გამოაღო, უჯრიდან პატარა დაფა და მარკერი ამოიღო.

როდესაც ეს გააკეთა თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა. შემეძლო პასუხები დაფაზე დამეწერა და არა ხელების ქნევით მიმეცა მისთვის პასუხი.

გავუღიმე და დაფა და მარკერი გამოვართვი.

''აბა? შენი პირველი დღე როგორი იყო?'' მკითხა, დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.

მხრები ავიჩეჩე და თეთრ დაფაზე წერა დავიწყე. რამოდენიმე წამის შემდეგ დაფა შევაბრუნე ისე რომ კარგად დაენახა ნაწერი.

ნორმალური, მთელი დრო კლასების გზების დამახსოვრებაში გავატარე.

ჩემი ნაწერი საშინელი იყო, როგორც ყოველთვის.

'' გინდა სტუდენტი მოგამაგრო რომელიც სკოლაში გიდობას გაგიწევს?'' მკითხა დირექტორმა და კომპიუტერის მაუსს ხელი დაავლო.

სწრაფად გავაქნიე თავი, თვალები შიშით ამევსო. არ მჭირდება ვიღაც ვინც ძიძობას გამიწევს მთელი დღე.

დირექტორმა ხელი მაუსს მოაშორა და მის წინ დაიწყო.
''გასაგებია ჟენევიევა.'' გაჩუმდა და ჩემი სახე შეათვალიარა როდესაც ჩემი სრული სახელი დამიძახა.

ჩემი სახელი ლამაზი იყო მაგრამ არა 16 თითქმის 17 წლის გოგონასთვის რომელიც 21-ე საუკუნეში ცხოვრობს. მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი მეძახის ჟენევიევას, როდესაც გაბრაზებულია ან ბებიაჩები იმიტომ რომ მას ჰქონია რომ ჩემი სახელით უნდა ვამაყობდე.

დამუნჯებული (დასრულებულია)Where stories live. Discover now