თავი 17

753 61 1
                                    

''ჟენე.'' დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა. ''ჰარი მოვიდა.''

უკვე ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მე და ჰარიმ ერთმანეთს ვაკოცეთ.
ამ დღის შემდეგ, ყოველდღე მე და ჰარი ერთად დავდივართ სკოლის დერეფნებში ხელი-ხელ ჩაკიდებულები. სტუდენტები გაშტერებულები მოგვჩერებოდნენ და თან ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ჰარი კი ამ ყველაფერს უბრალო თავმომწონე ღიმილით პასუხობდა.
დღეს გამოსაშვები საღამოა, სკოლაში ყოველი წლის ბოლოს იმართება. რაღათქმაუნდა ჰარი ჩემი კომპანიონია ამ საღამოს.
და აი, ახლა სარკის წინ ვდგავარ ჩემს თავს შევყურებ.

თავი გავაქნიე, სარკეს მოვშორდი და კარი გამოვაღე, ჩუმად გავიხედე გარეთ. დედაჩემი და ჰარი სასადილო ოთახში იჯდნენ, დედაჩემი ჩემგან ზურგით იჯდა, ჰარი კი მის წინ ასე რომ კარგად ვერ ვხედავდი ჰარის, მხოლოდ მისი არეული ხუჭუჭა თმა შევნიშნე,

კარი გავაღე და და ოთახში შევაბიჯე. ჰოლი გავიარე და მისაღები ოთახის კართან დავდექი, ორივემ შემნიშნა და ფეხზე წამოდგა.

''ჟენევიევა.'' წამობურტყუნა ჰარიმ.

დედაჩემს გავხედე, მწვანე თვალები ცრემლებით ავსებოდა.

''ძალიან ლამაზი ხარ.'' მითხრა და ხელები მაჯებზე მომკიდა, გამიღიმა. შემდეგ ჰარის მივუბრუნდი. უხმოდ მოვიდა ჩემთან და როგორცკი მომიახლოვდა სახეზე ნაცნობი მომხიბვლელი ღიმილი გადაეკრა. შავი ჟაკეტი, თეთრი მაისური და შავი შარვალი ეცვა.

''ჟენევიევა.'' დაიჩურჩულა, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მომელამუნა. ''ჩემი მშვენიერი ჟენევიევა,''

ხელები მაგრად მომხვია წელზე და მისკენ მიმიზიდა.
გვერდიდან დედაჩემის მოგუდული ტირილის ხმა მესმოდა.

ჰარის მოვშორდი და ვანიშნე.

''შენ კი სიმპატიური ხარ ჰარი. ''

ლოყები ოდნავ წამოუწითლდა.

ხელი ხელზე მომკიდა და ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა.

დამუნჯებული (დასრულებულია)Where stories live. Discover now